x
image
MELOMAN
მაინც რა არის ცხოვრება...

imageცხოვრება? ცხოვრება მართლაც რომ რთულია...რატომ? იმიტომ რომ არ იცი ხვალ რა გელის .. თუნდაც ის რომ, სახლიდან რომ გახვალ არ იცი სახლში დაბრუნდები თუ არა...ზოგჯერ მძულს ყველა!ზოგჯერ კი პირიქით..არ ვიცი რატომ ხდება ასე მაგრამ ეს მართლაც რომ გარემოებებიდან მოდის..ის რომ ხან ბედნიერი ხარ, ხან კი გინდა სიმწრით ტრიალ მინდორზე ყვირილით გასკდე და შენი დარდი და გასაჭირი იმ წუთიერ ''ხმამაღალ ხმაზე '' გადაიტანო და ამით თითქოს და შვება იგრძნო.. მაგრამ ეს ყველაფერი წამიერია... რა კარგია როცა ბავშვი ხარ და არაფერი არ გადარდებს.არ გაქვს პრობლემები..ყოველ დილით ოცნება მომავალის ფერად ფერებში რომ წარმოგვიდგენია და ვტკბებით ოცნებით..ოცნებობ რომ ''დიდი'' იყო . გავა დრო გაიზრდები და შენ გინდა ბავშვობაში დაბრუნება..იხსენებ იმ ტკბილ მომენტებს და ადგილებს სადაც და როდესაც შენ ბედნიერი იყავი...ახლა კი პრობლემას პრობლემა ემატება და სასოწარკვეთამდე მიყავხარ ! შენ ეს არ გინდა მაგრამ რას ვიზამთ ''ცხოვრებაა ასეთი'', დაუნდობელი და რეალური ...

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:MELOMAN
MELOMAN
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0