x
რუსეთში მსოფლიოში ყველაზე მეტი მშობლებისგან უარყოფილი ბავშვი ცხოვრობს
ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ანდრეი კონჩალოვსკიმ გამოაქვეყნა რუსეთის მოსახლეობის სტატისტიკა.

სიკვდილიანობა რუსეთში

ბოლო 20 წელიწადში რუსეთში გარდაიცვალა 7 მილიონი ადამიანი. ამ მაჩვენებლით რუსეთმა გაასწრო თურქეთსა და ბრაზილიას. მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით რუსეთის ფედერაცია 160-ე ადგილს იკავებს და ჩამორჩება ბანგლადეშს.


როგორც მკვლევარები პროგნოზირებენ ათ წელიწადში რუსეთის მოსახლეობა, რომლის რიცხვი დღეს 143 მილიონია, შემცირდება 121-136 მილიონამდე.



ოჯახური კრიზისი.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კრიზისი ოჯახებში. იმ ათი მოხუციდან, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მოხუცთა თავშესაფრებში ატარებს, რვას ჰყავს ცოცხალი ნათესავები. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 2დან 5 მილიონამდე უსახლკაროა. დიდი სამამაულო ომის შემდგომ პერიოდში კი მათი რიცხვი გაცილებით ცოტა, 700 ათასი იყო. ბავშვთა სახლებში მყოფ აღსაზრდელთა 80%-ს ჰყავს ცოცხალი მშობლები.

რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას მიტოვებული ბავშვების რაოდენობით.

ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობა

მხოლოდ 2010 წლის განმავლობაში რუსეთში მოხდა 9500 სექსუალური ძალადობის ფაქტი არასრულწლოვანთა მიმართ.ასეთ დანაშაულებათა სტატისტიკით რუსეთს უსწრებს მხოლოდ სამხრეთი აფრიკა.

ნარკომანია და ალკოჰოლიზმი

ყოველწლიურად რუსეთში არაყისგან იღუპება 70 000 ადამიანი, ხოლო ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღებით 30 000 ადამიანი.







image

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0