x
image
saba_
ლეგენდარული ტიგრან გულოიანის მოგონებები

image- მახსოვს, შემიყვანეს პალატაში, იქ კი ვიღაც გოლიათი დამხვდა. იმხელა კაცი იყო, გამიკვირდა, - ნეტავ, ამ კარში როგორ შემოეტია-მეთქი. ხელ-ფეხი სქელი თოკით ჰქონდა შეკრული. ექთანმა ჩამჩურჩულა - ”ბუინი” გიჟიაო. საწოლზე მოვკალათდი, ის გოლიათი კი გამართული რუსულით მეკითხება: ”ბოშა ხარ?” ”არა, ძმაო, თბილისელი სომეხი ვარ!” ”ქართული იცი?” ”ვიცი, აბა, რა!” შევატყვე, ესიამოვნა. ცოტა ხანს მათვალიერა და ისევ მომმართა: ”იცი, ვინ ვარ?” წარმოდგენაც არ მაქვს-მეთქი. ”დურუ, ვარ, ხურცილავა!”
მისი სახელი არაერთხელ მსმენია. ვიცოდი, მკვლელი რომ იყო. ისიც ვიცოდი, მეტად ჯანიანი რომ ბრძანდებოდა და მის დასამშვიდებლად ციხის ”ნადზირატელები” რკინის ”ლომებს” იყენებდნენ. აღმოჩნდა, რომ ისიც მიცნობდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და დურუ დავმეგობრდით და ერთმანეთის გარეშე პურს არ ვჭამდით.


-ნოდარ დუმბაძესთან პირველ შეხვედრას ხომ არ გაიხსენებდით?
- ის დღე საუცხოოდ მახსოვს. ”ნარებზე” ვიწექი და დაძინებას ვაპირებდი.მოულოდნელად, კარი გაიღო და საკანში სიმპათიური ბიჭი შემოიყვანეს. მან დაბნეულად მიიხედ-მოიხედა, თავისუფალი ადგილი ვერსად შენიშნა და კუთხეში მდგარ ”პარაშასთან” (მაშინ ტუალეტები არ გვქონდა) ჩაჯდა. ეგ ახალმოსულისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, დავიძინე, თუმცა მალევე გამაღვიძეს, - ”ნადზირატელმა” რაღაც ბარათი მოგიტანაო. სკოლა ცხოვრებაში არ მინახავს, წერა-კითხვა არ ვიცი და ბარათის წაკითხვა ერთ-ერთ პატიმარს, მეტსახელად ”თინათინს” დავავალე...

- ”თინათინი” კაცს ერქვა?!
- კაცს კი არა, არაკაცს. მაგ ტილიანმა უწინ პატიმრობაში მყოფი თავისი ძმაკაცის ცოლს, თინათინს, არშიყი დაუწყო და ქალის სახელიც ამიტომ დავარქვი (როგორც ჩანს, ”თინათინი” იგივე გოგოლაძეა, ”თეთრი ბაირაღებიდან”. - მ.ჩ.).



- ”შოშიაც” რეალური პიროვნებაა?
- ჰო. მას სახელმწიფოსთვის ორი თუ სამი მილიონი მანეთი ჰქონდა მოპარული და გადამალული. მაგ საქმისთვის იჯდა... ყოველდღე ვცემდი, - მითხარი, ფული სად დამარხე-მეთქი, მაგრამ ვერაფრით გამოვტეხე... ჰოდა, იმას ვამბობდი: ”შოშიას” მივუბრუნდი და ვეუბნები, აეთრიე და იმ ბიჭს ადგილი დაუთმე-მეთქი. ის, რა თქმა უნდა, უსიტყვოდ დამემორჩილა და ”პარაშას” ჩაეხუტა. ასე გავიცანი ნოდარი და სანამ ერთ საკანში ვისხედით, ვპატრონობდი კიდეც.



- ”ლიმონა” ყველაზე ”დასტოინი” და სამართლიანი ქურდი იყო ”საიუზში”. სათქმელს ყველას პირში ეუბნებოდა და არავის ერიდებოდა... გახსოვს, ”თეთრ ბაირაღებში” ის ეპიზოდი, ექიმის გასაძარცვად რომ წავიდა, იქ კი თავისი ახლობლის ფოტოსურათი იპოვა და მსხვერპლს ოქრო უკანვე დაუბრუნა? ეგ ნაღდი ამბავია!



- ჯაბა ძალიან მაგარი ქურდი იყო, ”ზონებს” აზანზარებდა! ერთი ხანობა ვძმაკაცობდით. ციხეში ერთად არ ვყოფილვართ, ლაღიძის წყლებთან ვხვდებოდი ხოლმე. იქ იკრიბებოდა საქართველოს მთელი ქურდული ელიტა. ჯაბა ნაკითხი და დახვეწილი ბიჭი გახლდათ.

1
680
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:saba_
saba_
680
  
2014, 10 აპრილი, 11:43
რა წაიღეს ტვინი,ამ კრიმინალი "ავტორიტეტების" რეკლამით.ყველა ერთმანეთზე უარესი ნაძირალა იყო,ის ლიმონაც,ის ტიგრანაც და მითუმეტეს ჯაბა.რას "გვაბოლებენ" ასეთი იყოო ისეთი იყოო,ვიცით ქურდები სინამდვილეში ვინ იყვნენ დიახ სინამდვილეში და არა რა სახელსაც უკეთებდა მაშინდელი კგბ და მილიცია.ვიცით კარგად,რომ ყველა ქურდი ძაღლობასთან შეკრული იყო და იქიდან იმართებოდა.არ არსებობდა სპრავედლივი და არა სპრავედლივი ქურდი.ყველა ერთი ნაგავი იყო და ყველაზე დიდი ბოზები თვითონ ქურდები იყვნენ.მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ მაგათი ბოზობა "შეფუთული" იყო ქურდის "სამოსში" რაცკი ჩახლართული კრუპნიაკი საქმეები იხსნებოდა, იმ დროს მილიციაში ყველა ის ინფორმაცია ქურდებისგან იყო მიწოდებული.აი ეს იყო ქურდების ნამდვილი სახე და არა ის რასაც ხალხის ფართო მასებს (ბრბოს) ეგონათ ისინი" კრისტალები" და" სპრავედლივები"...იმ დროს რაც სსრკ-ში ქურდები იყვნენ ,რომ არ დომებოდა იმ დროინდელ კომუნისტურ ხელისუფლებას სელ რაღაც 1 საათში გაანადგურებდა და არც არავინ მოსთხოვდა პასუხს.რა მაგის მეტები გაუკეთებიათ თუ რა .მილიონობით ხალხი ისე დახვრიტეს თვალიც არ დაუხამხამებიათ.ჰოდა ქურდები იქნებოდა პრობლემა?-ესეიგი აწყობდათ,რომ ქურდებს ეარსებათ.ჰოდა აკი არსებობდნენ და ფარულად მართავდნენ კიდეც.
0 1 1