x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილები, რომელთაც ძეგლი სიცოცხლეში დაუდგეს.

როგორც ცხადია ადამიანის შესაძლებლობებს ფასი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ედება და შესაბამისად კონტექსტისა "ძეგლს" უდგამენ, თუმცა დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ყველასათვის საყვარელი მსახიობები თუ ის ცნობილი პიროვნებები, რომელთაც სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი. აი ისინი:


1. Arnold Schwarzenegger. ყველასათვის კარგად ნაცნობ, "ტერმინატორის" ლეგენდას, მსახიობსა და გუბერნატორს- კოლუმბიაში, კერძოდ კი ოჰაიოს შტატში დაუდგეს ძეგლი, სადაც იგი ახალგაზრდობაში ბოდიბილდერის სახეს განასახიერებს. ძეგლი 2, 5 მეტრი სიმაღლისა და 260 კგ-ის სანახაობას წარმოადგენს, რომელიც რიგით 24-ე სპორტულ ფესტივალს მიუძღვნეს.

imageimage


2. Sylvester Stallone. სტალონემ ძეგლი მოქანდაკე ტომას შომბერგს შეუკვეთა, სადაც იგი ბოქსის გმირია (კინოფილმი "როკი ბალბოას" მიხედვით). 2, 6 მეტრი სიმაღლის ბრონზისფერი "სტატუეტი" ფილადელფიაში ხელოვნების მუზეუმთან დადგეს, თუმცა 2005 წელს იგი სპორტულ მოედან «Spectrum»-თან გადაიტანეს. ძეგლი ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და მის სანახავად უამრავი ტურისტი იყრის თავს.


imageimage


3. Mary Richards. კომედიანტი ქალბატონის ფოტო, სადაც ის ქუდს ჰაერში ისვრის და იღიმის იმდენად პოპულარული გამხდარა, რომ კომპანია «TV Land»-მა ძეგლი შეუკვეთა გვენდოლინ გილლენს, რომელმაც შესანიშნავი, სიგრძით 2, 5 მეტრიანი ნამუშევარი შეასრულა. ძეგლის გახსნას მსახიობი თავადაც დაესწრო.

image
image



4. Woody Allen. ესპანეთის ქალაქ Oviedo-ში 2002 წელს რეჟისორს დაუდგეს ბრინჯაოს ქანდაკება.

image



5. Henry Winkler. 2008 წელს მსახიობს, როგორც სერიალ "წარმატებული დღის" დამსახურებულ გმირს- ძეგლი დაუდგეს.

image



6. Bob Marley. 1983 წელს, ქრისტოფერ გონზალესის მიერ შესრულებულ ქანდაკებამ, რომელიც 2, 7 მეტრი სიმაღლისაა, გამოიწვია დაპირისპირება ოჯახის წევრებსა და მოსახლეობას შორის, ვინაიდან ვერ ხედავდნენ მიზეზს ძეგლის დადგმისას. ამიტომ როდესაც ძეგლის გახსნის დღე დადგა, ძვირფასი ქანდაკება ხილისა და სხვადასხვა საგნების სროლით შეურაცყეს. რის შემდეგაც ძეგლი იამაიკის ქალაქ Kingston-იდან ქალაქ Ocho Rios-ში გადაიტანეს.

image



7. Bruce Lee. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუს ლი სან-ფრანცისკოში დაიბადა, მისი მშობლიური ქალაქი ჰონგ-კონგი იყო. მისმა "ფანატმა თაყვანისმცემლებმა" შეაგროვეს 100 000$ და შეუკვეთეს მოქანდაკეს 2, 5 მეტრი სიმაღლის ძეგლი, რომელიც ჰონგ-კონგში დადგეს.

image



8. Andy Griffith. კომპანია «TV Land»-ის მიერ შეიქმნა ასევე ენდი გრიფიტის ქანდაკება, რომელიც 2003 წელს აღიმართა ჩრდილო კაროლინის შტატის ქალაქ Raleigh-ში, სადაც ის თამაშობს ფილმში შერიფი ენდი ტეილორის როლს. ენდიმ ძეგლის გახსნისას შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ნეტავ ასე გამოვიყურებოდე ახლაც".

image
image



9. Cary Grant. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა მშობლიური ინგლისი ახალგაზრდობაშივე მიატოვა და გადავიდა საცხოვრებლად და კარიერის ასაწყობად ა.შ.შ-ში, იგი ინგისში ჯერ ისევ კარგად ახსოვთ. თანამემამულეებმა შეაგროვეს 60 000 ფუნტი სტერლინგი, რათა 2001 წელს მისი ქანდაკება დაედგათ, რომელიც გრემ იბბესონის ნამუშევარს წარმოადგენს.

image
image



10. Yoda-ს ქანდაკება, რომელიც კინოსტუდია «Lucasfilm» -მა სან-ფრანცისკოში 2005 წელს დადგა ფილმი "ვარსკვლავური ომების" მიხედვით, ამ ფილმის "ფანატების" ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს.

image

2
216
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
216
  
2014, 18 აპრილი, 23:04
კარგი იყო
2014, 4 აპრილი, 13:35
ჩემი ზიდანი? :)))))))))
0 1 2