x
image
ნოდარ ჯოჯუა
ბიზნესმენი სერგო (ბუბა) ჩივაძე მთავრ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს მიმართავს
imageქუთაისელი ბიზნესმენის სერგო (ბუბა) ჩივაძის განცხადებით, მის მიმართ ქუთაისისის რაიონული პროკურორი და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი ილია ჯალაღანია და მისი მოადგილე გიორგი კვირიკაძე ზეწოლას ახორცილებენ.


როგორც სერგო ჩივაძე აცხადებს, საქმე ეხება 8.000.000 ქონებას, რომელზედაც გამოძიება 2010 წლიდან ფორმალურად მიმდინარეობს.


"როდესაც ჩემი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ს/ს სარკმელის წინაღმდეგ. ამ ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ამბობდნენ და ეს არაერთხელ გამოვაქვეყნეთ, რომ ამ საქმეში გავლენიანი პირები ფიგურირებდნენ ივანე მერაბიშვილის ბიზნეს პარტნიორების სიიდან, ამ დროს პროკურატურის დახმარებით ფალსიფიცრებული და გაყალბებული საქმეზე აღიძრა ჩემს წინაღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. აწ გარდაცვლილ მამაჩემის ვიტალი ჩივაძის პირველი რიგის მემკვიდრე ვარ და მამაჩემის საკუთრებაში არსებული ვაგონის ასაწონი 150 ტონა ჟობის სასწორი ოფიცილურად კანონის სრული დაცვით გავყიდეთ შპს “სიგმა“–ზე. პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ფალსიფიცირებულ დოკუმენტზე. კერძოდ, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ირინე მჟავიას 2013 წლის 27 ივლისის დადგენილებით, #041100627 სისხლის სამართლის საგამოძიებო საქმეზე გამოძიება შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტისა და ამავე კოდექსის 106-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით, სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. დადგენილებით, დადასტურებულადაა მიჩნეული, რომ მე, სერგო ჩივაძემ, თვითნებურად გავყიდე სააქციო საზოგადოება “სარკმელის” ბალანსზე რიცხული სასწორი, რითაც ჩავიდინე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნის ორ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, გამოძიება დაექვემდებარა შეწყვეტას. ამასთან, ამავე დადგენილებით, სასწორი დაუბრუნდა სააქციო საზოგადოება “სარკმელს”, "–აღნიშნა ბიზნესმენმა.


მისივე თქმით, დადგენილება სისხლის სამართლის საგამოძიებო საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, მოცემული საფუძვლით უკანონოა და დაუსაბუთებელი, რაზედაც მის მიერ 2013 წლის 23 სექტემბერს, ქუთაისის რაიონული პროკურორის სახელზე, შეტანილ იქნა საჩივარი მასში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.



"კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უნდა შეწყვეტილიყო არა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, არამედ შესაბამისად ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტისა –როგორც ჩემი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო, შემდეგ გარემოებათა გამო: ანუ ს/ს "სარკმელს"ოფიციალურ დოკუმენტებში, რომელიც დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აწერია დღემდე 1985 წელს გამოშვებული სარკინიგზო ვაგონების ასაწონი - 50 ტონა ტვირთწონის სასწორი, ხოლო ჩემს მიერ გაყიდული, ქარხნის მიერ 1987 წელს გამოშვებული სასწორი არის 150 ტონა ტვირთწონის, რომელიც იყო ჩემი მამის პირადი საკუთრება და ს/ს ბალანსზე იგი არ ირიცხება, ანუ პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებიდან უხეშად დაირღვა კონსტიტუცით დაცული ჩემი უფლებები, კერძოდ უდანაშაულობის პრეზუმცია, პროკურატურის მხრიდან გაყალბებულ ფალსიფიცირებულ დოკუმენტებზე მოხდა ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ამით შეილახა ჩემი სახელი და ავტორიტეტი, იმ დროს, როდესაც ოფიცილური დოკუმენტები ხელთ მაქვს და ნებისმიერ დროს შემიძლია წარვადგინო შესაბამის საგამოძიებო სამსახურში, "–განაცხადა სერგო ჩივაძემ.


როგორც ჩივაძე განმარტავს, საქმე გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურორის სახელზე, გასაჩივრებული საქმე კი ისევ პროკურორ ირინა მჟავიას ორჯერ დაუბრუნდა.


"კვლავ გავასაჩივრეთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორთან ილია ჯალაღანიას სახელზე, მან ორივეჯერ აღნიშუნული საქმე რეაგირებისთვის უკანონო განაჩენის გამომტან ისევე პროკურორ ირინა მჟავიას გადააწერე, პასუხებიც ანალოგიურად სამივეჯერ ერთი მოვიდა. "ერთხელ უკვე მოგეცით პასუხი." ამის შემდეგ ისევ გავასაჩივრეთ მთავარი პროკურორის სახელზე, მთავარი პროკურატურიდან საქმე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის პირველ მოადგილეს და ამავე დროს საგამოძიებო ნაწილის უფროს გიორგი გვარაკიძეს დაეწერა, საქმის ხელახალი შესწავლის მიზნით მან კვლავ პროკურორ მჟავიას დააწერა. ისევ იგივე გვიპასუხეს “ერთხელ უკვე გაგეცით პახუხი." უმოქმედო საოლქო პროკურორი და მისი "ნაცმოძრაობის" ღირსების ორდეროსანი მოადგილე გიორგი გვარაკიძე ახორციელებენ ზეწოლას. მათი მხრიდან დაირღვა ჩემი კონსტიტუციური უფლებები, ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია. იმის მხრივ, რომ მეორე განცხადება, რომელიც დახლოებით 8.000.000 ქონების გამოძიებას ეხება. მათ უნდათ ამ გამოძიებას ჩამოვშორდე. ჩემი ბიზნესის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარის და ბოლოს იუსტიიცის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი თავჯდომარის ლევან თევაზაძის სიმამრი გოჩა კუპრაშვილი ( ჩანაწერი ხელთ მაქვს). გვარაკიძე, თევზაძე კი ახლო მეგობრები და ასევე ნათლი მირონები არიან. ისინი მზად არინ მათი საკუთრება არავის დაუთმონ და ყველა პროკურატურის ინსტაციაში ხელი შემეშალოს. სასამართლო დავა დაწყებულია დიდი ხანია, მაგრამ ერთი ზარით ისევ გვარდება სასამართლოებში საქმე. საქალაქო სასამართლოში კვლავ დიდი გავლენით სარგებლოს ლევან თევზაძე და მეტსაც გეტყვით, სააპელაციოში გავასაჩივრეთ აღნიშული საქმე და პირველ სხდომაზე საქალაქო სასამართლოდან დოკუემენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ს/ს სარკმელს, ანუ ვინც ცრუ ჩვენება შეიტანა ჩემს წინაღმდეგ, ეს სასწორი მის ბალანსზე, რომ არ იმყოფება დოკუემენტი საჯარო რეესტრში არის დაცული. დოკუმენტი საქმიდან ამოიღო და სააპელაციო სასამართლოდან გაქრა. რომ არა ჩემი ადვოკატის ხმაური, ამასთნ დაკავშირებით საბუთს კარგა ხანი ვერ მიაგნებდნენ, საბუთი მეორე სხდომაზე გამოიხმეს, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტი მტკიცებულაბდ არ მიიჩნიეს, ვითომ ჩემი დაწერილი ყოფილიყო. კიდევ ვაცხადებ, საბუთი დაცულია იუსტიციის სამინისტროს მომსახურების საგენტოში. ყველა დოკუმენტი, რომელიც ხელთ მაქვს, თითოეულ საბუთს უკან ფურცელზე აქვს საჯარო რეესტრის ბეჭედი, ასლი დედანთან სწორია. აქაც ლევან თევზაძის და პროკურატურის ხელი ურევია. თუ სასამართლო ბათილად ცნობს პროკურატურის გადაწვეტილებას, პროკურორების პასუხიმგებლობის საკითხი დადგება. ისე დაიძაბა ვითარება ჩემსა და პროკურორებს შორის. მინდა სრული პასუხიმგებლობით განვაცხადო, ნებისმიერი ქმედება ჩემი ოჯახის წინაღმდეგ, ძველი ხერხებით პროკურატურის მხრიდან ნარკოტიკების ან იარაღის ჩადებით, სრულ პასუხიმგებლობას ვაკისრებ ქუთაისის რაიონულ პროკურორს და საოლქო პროკურორს ილია ჯალაღანიას და მის მოადგილეს გიორგი გვარაკიძეს.საჯაროდ მივმართავ იუსტიციის მინსტრს თეა წულუკიანს და მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული პროკურორების მხრიდან ჩემს წინაღმდეგ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მეტი გამოსავალი არ დამიტოვეს ერთადერთი გზა ისევ ევროპის სასამართლო სტრაზბურგია, "–განაცხადა სერგო ჩივაძემ.





0
77
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0