x
image
worldsport.ge
ტაბიძე “რეალში” მორიენტესის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს

imageსაფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მარცხენა მცველმა ჯემალ ტაბიძემ, რომელიც მადრიდის “რეალის” 19-წლამდელთა გუნდში ისინჯება, თბილისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.
“ძალიან კარგი გარემოა. გუნდში ჩემი თანატოლები მეგობრულად დამხვდნენ, მათგან სითბოსა და კეთილგანწყობას ვგრძნობ. რომ ვთქვა განსაკუთრებული ვარჯიში იყო-მეთქი, ასე ნამდვილად არაა. ჩვეულებრივი საწვრთნელი პროცესი იყო. აქცენტი ბურთის შენარჩუნებასა და გამძლეობაზე გაკეთდა. ვარჯიშმა დაახლოებით 90 წუთი გასტანა. ბოლოს "ორი კარიც" ვითამაშეთ. მე, ჩემს პოზიციაზე, დაცვაში ვიმოქმედე. ჩვენს გუნდს მადრიდის "რეალის" ლეგენდა, ფერნანდო მორიენტესი ავარჯიშებს. ჩანს, რომ გუნდი ტექნიკურია და აქცენტი სწორედ ბურთთან ხშირ შეხებაზე კეთდება" – თქვა ტაბიძემ.




ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0