შოუბიზნესი ნანუკა ჟორჟოლიანი: "ასე დიდი ხანია არაფერი განმიცდია" 2014, 30 მარტი, 19:43 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ხშირად ტრიალებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში და სოციალურ ქსელებში სკანდალურ განცხადებებსაც ხშირად აკეთებს. ბოლო დროს ჟურნალისტს არაერთი პრობლემა შეხვდა. მისი მეუღე ირაკლი კოდუა საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად და ნანუკამ საკუთარი ქალიშვილიც თან გააყოლა. ამჯერად ჟურნალისტი განიცდის, რომ 4 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ საბას ძიძა სამსახურს ტოვებს. "საბას ძიძა, რომელმაც შვილი პირველი დღიდან გამიზარდა ეხლა საკუთარს ელოდება. 4 წელიწადზე მეტი ჩემი ოჯახის წევრი იყო. რამდენჯერაც გამახსენდება რომ გავიღვიძებ და ჩვენთან აღარ იქნება იმდენჯერ მეტირება! ეს ის შემთხვევაა როდესაც ძალიან უცხო ადამიანი, ძალიან შენი ხდება!"-წერს ნანუკა სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ ასე დიდი ხანია არაფერი განუცდია, საბა კი ჯერ ვერაფერს ხვდებაო. შეგახსენებთ, რომ ნანუკა პირველად 16 წლის ასაკში დაქორწინდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. 18 წლის ორსულ ნანუკას კი უკვე ოჯახი დაენგრა. მას შემდეგ ჟურნალისტი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დასაკარგი ქალი არ იყო და ხაჭაპურის ცხობის გარდა სხვა რამეც შეეძლო. მას პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ გეგუჩაძე, რომელსაც რამდენიმე სეზონის მანძილზე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" საკუთარი რუბრიკაც ჰქონდა. დედა-შვილი კარგი მეგობრები არიან. ნანუკამ მეორედ იქორწინა ირაკლი კოდუაზე. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს-საბა. ირაკლი ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს. ნანუკას მტკიცებით, კი განშორებამ სიყვარული უფრო გააძლიერა. 735 2-ს მოსწონს 1-ს არა
|