შოუბიზნესი მოხუცი ვარსკვლავები და მათი ახალგაზრდა რჩეულები (სიყვარული თუ ფული?) 2014, 28 მარტი, 21:38 ხშირია შემთხვევა, როდესაც მამაკაცს (ქალს) მეორე ნახევრად რჩეული რადიკალურად განსხვავებული ასაკის ჰყავს, ან ძალიან უფროსი, ან ძალიან უმცროსი. ამ "ძალიან"-ში კი 24 და მეტი წელია ნაგულისხმები. დღევანდელ სტატიაშიც სწორედ, რომ მინდა ყველასათვის კარგად ნაცნობი ვარსკვლავებისა და მათი ახალგაზრდა თუ ხანდაზმული რჩეუელბის შესახებ გესაუბროდ. ისიც ცხადია, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა მიჯნურ გრძნობაზე მეტად ფულთან ასოცირებას იწვევს, თუმცა ჩვენი ეჭვებისდა მიუხედავად არსებობენ გამონაკლისი შეყვარებული წყვილებიც.
აი ისინიც და თავად განსაჯეთ აქვს აქ მიჯნურ გრძნობას ადგილი თუ ფული ბატონობს: 1. Donald Trump და Melania Knauss, რომელთა ასაკთა შორის სხვაობა 24 წელია. ფოტო გადაღებულია 2004 წელს. 2. Michael Douglas და Catherine Zeta-Jones, რომელთა ქორწინება 2000 წელს შედგა და წყვილს ჰყავს საერთო ქალ-ვაჟი. ასაკთა სხვაობა 25 წელია. 3. Rene Angelil და Celinе Dion. სელინმა რენე 12 წლის ასაკში გაიცნო, წყვილმა 7 წლის შემდეგ დაიწყო ურთიერთობა 1987 წელს და 1994 წელს იქორწინა. მათ ასაკს შორის სხვაობა 26 წელია. 4. Clint Eastwood და Dina Ruiz. მათ შორის სხვაობა 35 წელია. 5. Woody Allen და Soon-Yi Previn. მათ შორის სხვაობა 38 წელია. ვუდი 56 წლის იყო, როდესაც სუნი 18 წლის ასაკში ცოლად შეირთო და მათ ორი ქალიშვილი იშვილეს. 6. Patrick Stewart და Lisa Dillon. მათ შორის სხვაობა 39 წელია. და ასევე Patrick Stewart-ი ამჯერად Sunny Ozell-თან ერთად. მათ შორის კი ასაკთა სხვაობა 37 წელია. (ამ კაცს "პედოფილს" ვუწოდებდი პირადად მე) 7. Hugh Hefner და Kimberley Conrad. ასაკთა სხვაობა 39 წელია. ასევე Hugh Hefner-ი Holly Madison-თან. მათ შორის კი სხვაობა 56 წელია. და ისევ Hugh Hefner-ი Crystal Harris-თან ერთად. მათ შორის კი 60 წელია სხვაობა. ("კიდევ ერთი" პედოფილი) 8. J. Howard Marshall და Anna Nicole Smith. Playboy-ს 26 წლის მოდელზე მან 89 წლის ასაკში იქორწინა, მათ შორის კი ასაკობრივი სხვაობა 63 წელი იყო. 9. Anthony Quinn და Kathy Benvin. მათ შორის სხვაობა 47 წელი იყო. წყვილმა 1997 წელს იქორწინა და ენტონის- მწერლისა და მსახიობის ერთგული იყო ქეითი მის გარდაცვალებამდე 2001 წლამდე. 10. Tony Curtis და Jill Vandenberg. ასაკობრივი სხვაობა 46 წელი. წყვილმა იქორწინა 1998 წელს და ერთად იცხოვრა მსახიობის- ტონის გარდაცვალებამდე, 2010 წლამდე. 1378 15-ს მოსწონს
|