x
image
cxvedo
5 სრულიად შეცვლილი ვარსკვლავი
ვარსკვლავები პლასტიკური ოპერაციების მოყვარულები რომ არიან, ეს საიდუმლო არავისთვისაა. მინდა შემოგთავაზოთ 5 ვარსკვლავი, რომელიც პლასტიკური ოპერაციების შედეგად იმდენად შეიცვალა, რომ ძველს სახეს არანაირად აღარ ჰგვანან.


Sabrina Sabrok


ეს გახლავთ Sabrina Sabrok, რომელიც 1989 წლის ფოტოში ბრწყინვალე სხეული და თოჯინის სახითაა, ხოლო გვერდითა ფოტო კი ოპერაციების დამსახურებაა. აღსანიშნავია მისი მკერდის საოცრად დიდი ზომის იმპლანტები და მოლურჯო თვალის ფერის იმპლანტები.


Courtney Love



Courtney Love-ის ოპერაცია შეიძლება გამართლებულად ჩავთვალოთ, რადგან ოპერაციის შემდეგ გაცილებით ლამაზად გამოიყურება მისი ცხვირი და ტუჩები, თუმცა სახე რობოტივით აქვს. მას ასევე გასწორებული აქვს თვალის ჭრილები და დაჭიმული აქვს კანი.


Michael Jackson


ეს კი ლეგენდარული Michael Jackson გახლავთ, რომელმაც საოცარი რაოდენობის პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა, რათა შეეცვალა კანის ფერი. სწორედ ამ ოპერაციების შედეგი იყო მისი გახშირებული ვიზიტები ქირურგებთან (ძველი ოპერაციებით გამოწვეული დარღვევები). მის პლასტიკურ ოპერაციებს კი უბრალოდ ახირებას თუ მივაწერთ, რადგან უმეტესობას მისი ძველი სახე გაცილებით სიმპატიურად მიაჩნდა, ვიდრე შემდეგ.


Angelique Boyer


Angelique Boyer-ს განცხადებით მას გაუჭირდა ახალ სახესთან შეგუება, თუმცა მაინც კმაყოფილია შეცვლილი გარეგნობით. მან ასევე გაიდიდა მკერდიც, რომლის გამოც ნეკნებზე პრობლემა შეექმნა (ერთ მშვენიერ დღეს ნეკნებმა დეფორმაცია განიცადეს).


Pamela Anderson


და ბოლოს, ლეგენდარული და შეუდარებელი, მსოფლიოს სექსსიმბოლო Pamela Anderson. მისი ძველი სახეც კი აღარავის ახსოვს, რადგან იგი უკვე შეცვლილი გარეგნობით გაიცნო საზოგადოებამ. მისი ფორმები კი პლასტიკურ ოპერაციებთან ერთად სპორტდარბაზების დამსახურებაცაა.










1
1538
4-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
1538
  
2014, 27 მარტი, 11:07
რას გვანან :X
0 1 1