სხვა ტრადიციული სააღდგომო კერძები სხვადასხვა ქვეყნებში 2014, 26 მარტი, 13:16 აღდგომის, ყველა ქრისტიანისთვის უსაყვარლესი ეს ბრწყინვალე დღესასწაულის სუფრა, ჩვენთვის, ქართველებისთვის ყოველთვის წითლად შეღებილ კვერცხებთან და სააღდგომო კულიჩთან ასოცირდება. ამ სტატიაში არ ვისაუბრებ აღდგომის რელიგიურ მნიშვნელობაზე, უბრალოდ გაგაცნობთ თუ რომელ კერძებს ამზადებენ სააღდგომო სუფრისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
1. დიდ ბრიტანეთში სააღდგომოდ აცხობენ პატარა ფუნთუშებს ქიშმიშით ან კენკრით, რომლებზეც ჯვარია გამოსახული. 2. რუსეთში, გარდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი კულიჩისა, სააღდგომოდ ხაჭოსა და არაჟნისგან აკეთებენ პირამიდის ფორმისებურ "პასკას", რომლის თავზეც გამოსახულია ასოები "XB" ("ქრისტე აღსდგა"). 3. ბრაზილიაში ამ დღესასწაულს ხვდებიან ე.წ. Paçoca de Amendoim-ით, რაც წარმოადგენს არაქისის, შაქრისა და მანიოკის ფქვილისგან დამზადებულ ტკბილეულს. 4. ესპანთში ტრადიციული სააღდგომო კერძია Torrijas: პურის ნაჭრები, რომლებსაც კვერცხისა და რძის ნაზავში ავლებენ, ზეთში წვავენ და ზემოდან თაფლს ასხამენ. ამას გარდა, სააღდგომოდ პოპულარულია აღდგომის თემაზე შესრულებული შოკოლადის სკულპტურები, რომლებსაც ხშირად ტორტზე აწყობენ. 5. იტალიაში ტრადიციულ სააღდგომო დესერტს წარმოადგენს Colomba Pasquale: საფუარიანი ტკბილი ცომისგან დამზადებულ ბისკვიტს, რომელსაც მტრედის ფორმა აქვს და მშვიდობასა და ქრისტეს განასახიერებს, ზემოდან ხილითა და შაქრის პუდრით რთავენ. 6. პოლონეთში სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად მიაქვთ ხორციანი კერძები და რაც მთავარია, გახეხილი ჭარხლისა და პირშუშხასგან მომზადებული გარნირი, რაც ქრისტიანების მიერ გადატანილ ტანჯვას განასახიერებს. 7. საბერძნეთში სააღდგომო სუფრაზე ხშირად შეხვდებით tsoureki-ს, ტკბილ პურს, რომელიც წითელი კვერცხით არის მორთული. 261 6-ს მოსწონს
|