საქართველო მიხეილ სააკაშვილს მთავარ პროკურატურაში დაკითხავენ 2014, 22 მარტი, 12:26 საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ამჯერად ამერიკის ფლეტჩერის სკოლის პედაგოგს მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მთავრ პროკურატურაში დაკითხავენ. ამის შესახებ პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს. ჟვანიას და უსუპოვის საქმეზე გუშინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაკითხეს, რომელმაც 2005 წლის 3 თებერვალს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ამცნო. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ოფიცუიალურ მიზეზად ბუნებრივი აირით მოწამვლა დასახელდა. თუმცა ახალი ხელისუფლება მაშინდელ გამოძიებას არ ენდობა და ჟვანიას და მასთან ერთად გარდაცვლილის უსუპოვის საქმის ხელახლა გამოძიება დაიწყო. 37 შეფასება არ არის
|