x
image
worldsport.ge
“ინტერი” და “ყარაბაღი” აზერბაიჯანის თასიდან გავარდნენ

imageგაიმართა აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები, რომელშიც ქართველთა გუნდებმა ვერ იყოჩაღეს. კახა ცხადაძის გაწვრთნილ ბაქოს “ინტერს’ პირველი მატჩი 1:1 ჰქონდა ნათამაშევი “ნეფთჩისთან”, საპასუხო კი შინ 0:0 დაასრულა და გავარდა. ლაშა სალუქვაძემ და ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. სასტარტოში იყო ბაჩანა ცხადაძეც, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. თითო მომენტი იაშვილსა და ცხადაძეს ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს.
კახა ცხადაძე: “კარგი თამაში იყო, მაგრამ საწყენია, რომ საჭირო გოლი ვერ გავიტანეთ და საერთო ჯამში, გავვარდით. პირველ მატჩში 12-ჯერ დავარტყით კარში და მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ, დღეს კი ამდენი საგოლე მომენტი არ გვქონია”.
ჩემპიონატის ლიდერი “ყარაბაღი” “გაბალასთან” გავარდა. სტუმრად 0:0-ის შემდეგ, შინ 1:2 წააგო. დამარცხებულთა შორის ქართველებს არ უთამაშიათ; ნიკა გელაშვილი ტრავმირებულია, ხოლო ჯაბა დვალი სათადარიგო გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ.


ილია ნანობაშვილი

www.worldpsort.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0