იმერეთი 15 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 2014, 20 მარტი, 1:39 წყალტუბოში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. გარდაცვლილია 15 წლის გოგონა, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში ცხოვრობდა.
ოჯახის წევრები თვითმკვლელობის მიზეზებზე არ საუბრობენ. როგორც მეზობლები ამბობენ, გოგონა ძალიან თბილი და მხიარული იყო. მათი თქმით, ვერ წარმოიდგენდნენ თუ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა. "გაოგნებული ვართ, ვერ წარმოვიდგენდით თუ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა. დედამისი ოჯახური პირობების გაუმჯობესებისთვის სამუშაოდ იტალიაში წავიდა, მამამისი კი ხონში ცხოვრობს. გოგონა ძმასთან ერთად ფარცხანაყანებში ცხოვრობდა. როგორც ვიცით, ამ ბოლო ხანს დედას ხშირად ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ თავის ტკივილები აწუხებდა. გუშინაც დაურეკავს დედამისისთვის და ნახევარი საათი უსაუბრიათ. მერე ეს ბავშვი არ ჩანდა, დავიწყეთ ძებნა და ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი ვიპოვეთ, "–განაცხადეს მეზობლებმა. სუიციდის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. 1642 5-ს მოსწონს
|