პროზა ამერიკაში ბიბლიის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი წიგნი 2014, 19 მარტი, 0:07
აინ რენდი ამერიკაში ძალიან ცნობილი მწერალი ქალია. პოპულარობა რომანმა –
"პირველწყარო" მოუტანა.
წიგნი საკმაოდ სქელტანიანია, თუმცა მიუხედავად ამისა ერთი ამოსუნთქვით შეგიძლიათ წაიკითხოთ.
დიდი ხნის განმავლობაში "პირველწყარო" გამოუქვეყნებელი იყო, რადგან როგორც ცნობილია, იმ პერიოდის ბევრმა გავლენიანმა ამერიკელმა ამოიცნო საკუთარი თავი... ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ კი, აშშ-ში ბიბლიის შემდეგ ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა. "პირველწყაროში" ნაჩვენებია ორი არქიტექტორის განსხვავებული ცხოვრების სტილი, განსხვავებული შეხედულებები და ღირებულებები. ბევრს დაგაფიქრებთ, ალბათ აგატირებთ კიდეც... ისეთ სიყვარულს კი როგორიც ამ რომანშია აღწერილი, მგონია რომ ვერსად წაიკითხავთ. 369 8-ს მოსწონს
|