x
image
worldsport.ge
კურტუა: “არა მგონია, “ჩელსიმ” გამყიდოს”

imageმადრიდის “ატლეტიკოში” იჯარით მოთამაშე მეკარე ტიბო კურტუა ფიქრობს, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ჩელსი” მის გაყიდვას არ შეეცდება. ბელგიელს თავისი მომავალი სწორედ “არისტოკრატთა” რიგებში აქვს წარმოდგენილი.
“არა მგონია, “ჩელსიმ” გამყიდოს. ლონდონელებთან კონტრაქტი 2 წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდება. პრესაში ათას რამეს იგონებენ, რათა “ატლეტიკოს” დესტაბილიზაცია მოახდინონ. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვფიქრობთ.
შევძლებ თუ არა “ჩელსის” წინააღმდეგ თამაშს უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში? ვფიქრობ, კონტრაქტი ამას არ მიკრძალავს. თუკი 1/4-ფინალში “ჩელსი” შეგვხვდება, ორ ბრწყინვალე მატჩს იხილავთ”, - განუცხადა კურტუამ Goal-ს.



ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0