x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ქართველთა წარმომავლობა

imageქართველთა ეთნოგენეზისის გარკვევა უაღრესად რთული პრობლემაა,
რომლის კვლევას სულ ცოტა ათასწლოვანი ისტორი აქვს. ანტიკური პერიოდის მწერლები თვლიდნენ, რომ
კავკასიელ ივერიელთა (აღმოსავლელ ქართველები) და პირენეს იბერები ერთი ტომისანი იყვნენ.
X-XI საუკუნის ქართული ელიტა ფრიად დაინტერესებული იყო
ამ საკითხით. XI-ის
მეორე ნახევარში განათლებულმა ისტორიკოსმა ლეონტი მროველმა განაცხადა, რომ ქართველები
ისევე როგორც სხვა კავკასიელ ხალხთა წინაპრები, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შემდგომ
ენების არევის შემდეგ, შუამდინარეთიდან კავკასიაში დასახლდა. ეს თეორია მეოცე საუკუნის
დასაწყისშიც იყო გაბატონებული.

დღეისათვის სრული უეჭველობით დადგენილია, რომ ქართველები ე.წ. დიდი ანუ პირველადი ევრაზიული
რასის წარმომადგენლები არიან და კერძოდ განეკუთვნებიან სამხრეთევროპეიდული განშტოების
წინააზიურ ანთროპოლოგიურ ტიპს.



საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქართველთა შორის თავის მხრივ შეინიშნება
ლოკალური თავისებურებანი, რომელთა მიხედვით გამოიყოფა 5 ჯგუფი: 1) აჭარლების, გურულების
და მეგრელების ჯგუფებში დადგენილია შავიზღვისპირული ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია
ნაკლები ბრაქიკეფალურობა, სხეულის საშუალოზე მეტი სიმაღლე, შედარებით ღია ფერის თმა,
მკვეთრად პოფილირებული სახე. 2)იმერლების, ლეჩხუმელების, არამაღალმთიანი რაჭველების
და აგრეთვე მეგრელების გურულების და აჭარლების არაშავიზღვისპირულ ჯგუფებში დადგენილია
დასავლურქართული ანთროპოლოგიური ტიიპი, რომელიც შავიზღვისპირულისაგან განსხვავდება
ოდნავ ფართო სახით, უფრო მუქი თმით, გამოდრეკილი ცხვირით. 3)აღმოსავლეთი საქართველოს
ბარში, ძირითადად, ქართლელებისა და კახელების ჯგუფებში დადგენილია აღმოსავლურქართული
ანთროპოლოგიური ტიპი, რომლისთვისაც ნიშანდობლივია უფრო ფართო შუბლი, საშუალოზე მუქი
თვალები და თმა. 4)მესხურ, ჯავახურ და ზოგიერთ ქართულ ჯგუფებს შორის დადგენილია სამხრეთქართლური
ტიპი, დახასიათებული მკვეთრი ბრაქიკეფალიით, დაბალი ტანით, საშუალოზე მუქი თმით, მკვეთრად
გამოდრეკილი ცხვირით. 5)საქართველოს მთიანეთში: სვანების, რაჭველების, ხევსურების,
მოხევეების, მთიულების, გუდამაყრელების, ფშაველების, თუშების ჯგუფებში დადგენილია კავკასიონის
ტიპი-მკვეთრი ბრაქიკეფალიით, საშუალოზე მუქი თმით, საშუალოზე ღია ფერის თვალებით.



ქართველთა კავკასიაში ავტოქტონობი დასადასტურებლად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ
არქეოლოგიური მტკიცებულებანიც.უძველესი არქეოლოგიური ნივთმტკიცება საქართველოს ტერიტორიაზე
აღმოჩენილი განეკუთვნება ენეოლითის ადრე ბრინჯაოს ხანას.ასეთი ვითარება გრძელდება ძვ
წელთაღრიცხვის III ათასწლეულიდან
ახალი წელთაღრიცხვის I ათასწლეულამდე.



თანამედროვე ანთროპოგენური ძიების შედეგად თითქოს უეჭველია ქართველთა ამიერკავკასიაში
ავტოქტონობა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი დღევანდელი სახით ჩამოყალიბება.ცხადია,
არ გამოირიცხება ათასწლეულთა განმავლობაში მიგრაციული პროცესების შედეგად უცხო ტომელთა
ასიმილაცია, მაგრამ ეს არ ცვლის ძირითად ეთნოგენეტიკურ პროცესს და ვერ უარყოფს ქართველთა
აბორიგენობას და მათი ეთნიკური ჩამოყალიბების ადგილობრივ ფესვებს.



ბუნებრივია, რომ ათასწლეულეთა განმავლობაში ქართველებს სხვადასხვა ხასიათის, პოლიტიკური,
ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ახლობელ თუ შორეულ მეზობლებთან.
ეს ურთიერთობანი აისახებოდა ქართულ ენაში სხვადასხვაგვარად, კერძოდ, უცხო ტერმინებისა
და სიტყვების ქართულ ენაში დალექვით.როგორც ირკვევა ქართველურ ტომებს კავშირი ჰქონდათ ინდოევროპულ ხეთებთან.გამოვლენილი ლექსიკური პარალელებიდან
ავღნიშნავთ რამდენიმეს. ხეთური „სუფფი“ და ქართული „სუფთა“; ხეთური“ველლუ“ და ქართული
„ველი“; ხეთური „დუდუმილი“ და ქართული „დუმილი“.

0
1684
4-ს მოსწონს
ავტორი:ალ პაჩინო
ალ პაჩინო
1684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0