სიახლეები ნატოს სამხედრო თვითმფრინავები უკრაინის საზღვარს მიუახლოვდნენ 2014, 11 მარტი, 12:59
ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავები, რომელიც აღჭურვილია რადიო-სალოკაციო და დაზვერვის სისტემით(AWACS), დაიწყებენ პატრულირებას რუმინეთის და პოლონეთის საზღვრებიდან, ასე გადაწყვიტეს ალიანისის წევრებმა.
გადაწყვეტილება ორშაბათს მიიღო ნატოს საბჭომ, ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, გაერთიანებული ძალების მეთაურმა ევროპაში, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა. გამოყენებული იქნება მოდიფიცრებული თვითმფრინავები Boeing 707/320B, რომელიც AWACS-ის სისტემითაა აღჭურვილი, რომლებიც ეფექტურად დააფიქსირებენ სახმელეთო ტრანსპორტის თუ საჰაერო ძალების ნებისმიერ გადაადგილებას. აფრენას სამხედრო-სადაზვერვო თვითმფრინავები ნატოს ჰაილენკირხენის(გერმანია) და უოდიგტონის ბაზიდან განახორციელებენ.აგრეთვე ბაზირება თურქეთშიც ექნებათ. თუმცა ნატოს მთავარსარდალი არ აკონკრეტებს რამდენი თვითმფრინავი განახორციელებს პატრულირებას. 188 3-ს მოსწონს
|