x
image
K.P.
ნუკა კვალიაშვილმა მამასთან ურთიერთობა ააწყო

imageნუკა კვალიაშვილი ახალგაზრდა ქართველი მომღერალი გახლავთ, რომელიც საქართველომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო. ის მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი გახლავთ. ნუკამ სულ ცოტა ხნის წინ გვარი შეიცვალა, გვალიას ნაცვლად უკვე კვალიაშვილია. ახალგაზრდა მომღერალს უნდოდა, დედის, იმ მშობლის გვარი ეტარებინა ვინც მასზე ზრუნავდა. მამას ნუკა წლების მანძილზე არ უნახავს, არც იცის რას ნიშნავს, რა გრძნობაა ჰყავდეს მამა. გოგონას ბევრი დაპირება და იმედგაცრუება ახსოვს. სულ ცოტა ხნის წინ ნუკას ვაჟი შეეძინა, პატარა ლუკა. შვილიშვილი ბაბუამ მოინახულა. მომღერალმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით: "მამა და ლუკა" და ისიც დაამატა თავს სასწაულებრივად ვგრძნობო. გავრცელებულ ფოტოს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა, რამაც ნუკა გააღიზიანა. როგორც ჩანს მამა-შვილმა ურთიერთობა ააწყო.

image

შეგახსენებთ, რომ ნუკა დაქორწინებულია ნიკა კობახიძეზე. წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნო, ორივე ერთ თამაშს თამაშობდა. როგორც ხშირად ხდება ყველაფერი მეგობრობით დაიწყო და სიყვარულით დასრულდა. "მე და ჩემმა მეუღლემ, ნიკუშა კობახიძემ, ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გავიცანით. ერთნაირი თამაში გვიყვარდა და ჩვენი ინტერესები ყველაფერში ემთხვეოდა ერთმანეთს. ყველაფერში მყვება და მოსწონს ჩემი მრავალფეროვნება. ჩემი ქმარი ძალიან მანებივრებს და ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. მან მიბიძგა იმისკენ, რომ სასიმღერო კარიერისთვის მებრძოლა"-გვიამბო ნუკამ.

image

0
674
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
674
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0