იმერეთი გეგუთის კოლონიაში პატიმარმა პატიმარი მოკლა 2014, 4 მარტი, 14:10 სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, გეგუთის კოლონიაში გვიან ღამით პატიმარი გარდაიცვალა. მისივე თქმით, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც ერთმა პატიმარმა მეორეს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ამ წუთებში კოლონიაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებიან და ისინი აღნიშნულ ფაქტზე მოგვიანებით განცხადებას გააკეთებენ. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ გეგუთის კოლონიაში 800 პატიმარი შიმშილობდა, რომლებიც ციხის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდნენ. 301 1-ს მოსწონს 1-ს არა
|