x
image
K.P.
ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია

imageყველაფერი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო, ნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი, ორსულობა, სკანდალური განქორწინება და პატარა ელენეს დაბადება. იმას რასაც სხვები ათობით წელს ანდომებენ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სულ რამდენიმე თვეში მოასწრო. ნელ-ნელა ყველაფერი სალაგდა, თუმცა ნინის პირადი ცხოვრება საზოგადოებას დღემდე ძალიან აინტერესებს. მომღერლის ყოველი მცირედი აქტიურობაც კი სოციალურ ქსელში ყვითელი პრესის ფურცლებზე ხვდება. ნინი პირად ცხოვრებაზე ნაკლებად ფიქრობს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალიშვილი, ელენე კუტალაძეა, შემდეგ კი უკვე კარიერა. image

ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია. მომღერალს სულ მალე ტელეკომპანია "იმედის" ახალ შოუში "ორ ვარსკვლავში" ვიხილავთ. "ორი ვარსკვლავი" ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროეტის "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებისაგანაა. სულ მალე ცნობილი მომღერლები არანაკლებ ცნობილ მეწყვილეებთან ერთად ამღერდებიან. ნინი ბადურაშვილის მეწყვილე მსახიობი კოტე თოლორდავა იქნება. წყვილი პროექტის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება.

ნინი ესთეტიკური მედიცინის ცენტრის "ლოტუსის" სახე გახდა. "გაზაფხულის სეზონს წარმოგიდგენთ ნინი ბადურაშვილი"-ამ წარწერით ვრცელდება ნინის ფოტოები. ნინი "ლოტუსის" არამარტო გაზაფხულის სახე ერთგული კლიენტიც გახლავთ. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimage

0
621
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0