x
მეტი
  • 26.10.2021
  • სტატია:115250
  • ვიდეო:354174
  • სურათი:489063
კლიჩკოს უკრაინის პრეზიდენტობა სურს - ბრძოლა ხალხისათვის თუ თანამდებობისათვის?!
ვიტალი კლიჩკო იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ: უკრაინის ორი ცნობილი პოლიტიკოსი ერთმანეთს პრეზიდენტის თანამდებობაში შეეცილება.

ყოფილმა მოკრივემ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ვიტალი კლიჩკო პრეზიდენტობისათვის იბრძვის“მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში პოლიტიკური თამაშის წესები შეიცვლება.სამართლიანობამ უნდა იზეიმოს და ვიცი, რომ ეს შესაძლებელია."- განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში ამა წლის 25 მაისს გაიმართება და მასში ყოფილ მოკრივესთან ერთად იულია ტიმოშენკოც იბრძოლებს.

ამჟამად კი ახალი მთავრობის წევრები მოლაპარაკებებს აწარმოებენ გარდამავალი მთავრობის შესახებ.იანუკოვიჩის ოპოზიციური ძალები დანაწევრებულია.ამ დრომდე სადავო საკითხად რჩება, კიევის დამოუკიდებლობის მოედან მაიდანზე მყოფი აქტივისტების როლი.მათ უკრაინის მომავალ პოლიტიკაში ჩართვა სურთ.


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ აქტივისტებს მოუწოდა ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობა მიიღონ.“მთავრობის თითოეული წევრის დამტკიცება მაიდანის აქტივისტების თანხმობით უნდა მოხდეს"- განაცხადა ტიმოშენკომ საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მაიდანზე შეკრებილების ძირითადი მოთხოვნა კი შემდეგია, სახელისუფლებო პოსტები არ უნდა დაიკავონ მდიდარმა ადამიანებმა, ყველა თანამდებობისათვის აუცილებელი პირობა უნდა იყოს მინიმუმ შვიდწლიანი სამუშაო გამოცდილება.ასევე, არცერთ პოსტზე არ უნდა დაინიშნონ ყოფილი ხელისუფლების წევრები.


სად არის ვიქტორ იანუკოვიჩი?


ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.ბოლოს ის პრორუსულ ნახევარკუნძულ ყირიმზე ნახეს.მის წინააღმდეგ მასობრივი მკვლელობის ასპექტით მიმდინარეობს გამოძიება. უკრაინასი მიმდინარე საპროტესტო აქციებს 82 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1
45
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
45
  
2014, 26 თებერვალი, 15:04
დღესდღეობით ალბათ მოდაშია,როდესაც სპორტს თავს დაანებებ მეორე დღეს პოლიტიკაში უნდა წახვიდე და დაამკიცო რომ სპორცმენები არც თუ ისეთი გაუნათლებლები ყოფილან როგორც ეს არის ცნობილი:)))))
0 1 1