საზოგადოება ქალი,რომელიც 11 წელია ასლოკინებს 2014, 24 თებერვალი, 17:12 ბრიტანელი ამანდა კორბი აგერ უკვე 11 წელია დაავადებულია უცნაური დაავადებით, იგი გამუდმებით ასლოკინებს.შეტევები ყოველ დღე 5-ჯერ ემართება და გრძელდება დაახლოებით 10 წუთი.მედიკოსები, რომლებსაც მან მიაკითხა მხოლოდ ხელებს ასავსავებენ, ამ თერთმეტი წლის განმავლობაში ამანდა მხოლოდ ერთხელ განკურნეს ჰიპნოზის მეშვეობით, ისიც დროებით, მხოლოდ 3 თვე.
დაავადება 2003 წელს გამოვლინდა და როგორც Daily Mail-ი იტყობინება, მას შემდეგ 46 წლის ქალმა დაახლოებით 3 მილიონჯერ დაასლოკინა."პირველად შეტევა დამეწყო, როდესაც სამსახურში ვიმყოფებოდი, გაგრძელდა მეორე დღესაც, ვიფიქრე რომ საკვების ბრალი იყო, თუმცა შეტევები გრძელდება დღემდე"-განაცხადა ამანდამ, რომელიც ბინგოს სათამაშო დარბაზში მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ქალს სლოკინის შეტევა უფრო ხშირად სამუშაოზე ეწყება, 6 თვის შემდეგ მან ექიმს მიაკითხა, მაგრამ მათ წყლის დალევის მეტი ვერაფერი ურჩიეს. ეს პირველი შემთხვევა არაა მსოფლიო პრაქტიკაში, გინესის რეკორდსმენი გახლავთ ჩარლზ ოსბორნი, რომელიც 68 წლის განმავლობაში(1922-1990) განუწყვეტლივ ასლოკინებდა. ანალოგიური დაემართა ბრიტანელ მუსიკოსს კრის სენდსს, იგი 4 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ასლოკინებდა, შემდეგ მას თავში სიმსივნე აღმოაჩნდა, ოპერაცია გაუკეთეს, ექიმების აზრით სლოკინის მიზეზი თავში გაჩენილი სიმსივნე იყო. 61 2-ს მოსწონს
|