x
image
K.P.
სკანდალი: ვინ და რატომ უსურვებდა თიკო სადუნიშვილს შვილის სიკვდილს

imageქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი თიკო სადუნიშვილი ხშირად ეხვევა სკანდალებში. ახლა კი მან მორიგი სკანდალური განცხადება ქართულ საზოგადოებაზე გააკეთა. თიკოს მტკიცებით ქართველებს ყველაფრის გადამეტება უყვართ და მეგობრობა მხოლოდ სოციალურ ქსელში იციან, კაი ტიპობაში კი მხოლოდ ერთმანეთს ეჯიბრებიან.

"ეს ფეისბუქიც ქართულ სუფრას დავამსგავსეთ! აბა დაყარეთ სტატუსები, განსხვავებული ავატარები შემოგვაკლდა... ყველაფრის გადამეტება რატომ გვიყვარს ქართველებს?! მე მესმის, რომ ყველას გვტკივა, იმ შემზარავი კადრების ყურება რთულია, ბევრი ფილმშიც ვერ უძლებს! თითო დროშას და თითო სტატუსს გაგიგებდით, ისიც მჯერა თქვენი განცდა, მოქმედებაც გულწრფელია. კარგად, რომ არ გიცნობდეთ ამ უკიდურესად აღგზნებულ მდგომარეობასაც მოგიწონებდით, მაგრამ თქვენ ის ხალხი არ ხართ, კაი ტიპობაში მხოლოდ ერთმანეთს, რომ ეჯიბრებით?! თქვენ ის ხალხი არ ხართ, 2008 დან მოყოლებული ომის დაწყებისთვის რუსეთს ბოდიშებს, რომ უხდით?! ( სხვათაშორის უკრაინელებმა თავად დაიწყეს)
თქვენ ის ხალხი არ ხართ, მეგობრობა გულებით რომ მარტო ფეისბუქში იცით, სინამდვილეში ერთმანეთის გაჭორვაზე გიჟდებით, მერე იმას უცდით ფეხი ვის უფრო სწრაფად დაუსხლტება, რომ ხმამაღლა დასცინოთ?! თქვენ ის ხალხი არ ხართ, საკუთარ წარმატებაზე მეტად სხვისი მარცხი, რომ გახარებთ?! თქვენ ის ხალხი არ ხართ, ყოველდღე ლანძღვა-გინებას, რომ მიძღვნით, ღამე ინბოქსში შვილის სიკვდილს, რომ მისურვებთ გირგვლიანივით, მერე ძილად მისვლის ლოცვას კითხულობთ და ტკბილად იძინებთ. მე კი არ მძინავს და ღმერთს ვთხოვ ამდენი ნეგატიური ენერგია ჩემ ოჯახს ააცილოს, დიახ ჩემ ქალაქში ასე ცხოვრება ვისწავლე.
ფეიკ ჩანთებზე დასცინით ხალხს და ყალბი ღიმილი სახეზე სულ არ განაღვლებთ.
ყალბია თქვენი ვაჟკაცობა!
ყალბია თქვენი თამადობა!
ყალბია თქვენი თანადგომა!
P.S.რა თქმა უნდა ეს პოსტი ყველას არ ეძრვნება!"-წერს თიკო სადუნიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

imageimageimage

3
310
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
310
  
2014, 23 თებერვალი, 10:59
თუ რამოდენიმე ადამიანი გაწყენინებს . 50 ან ვთქვათ 100 კაცით არ განისაზღვრება მთელი ქართველი ერი , რა ჯანდაბააა , ინტერნეტ სივრცეში ყველგან ქართველებზე წერენ საზიზღრობებს და ისევ ქართველები , ამოვიდა ყელში ეს ტენდენციაააააა!!!!!!!!!!!
2014, 22 თებერვალი, 20:14
მაგარი სტატიაა, ყოჩაღ!
0 1 3