x
image
worldsport.ge
რუნი შემდეგ კვირაში გაახანგრძლივებს

image“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი უეინ რუნი კლუბთან კონტრაქტს მომდევნო კვირაში გაახანგრძლივებს. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. რუნი “წითელ ეშმაკებთან” 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ყოველკვირეული ხელფასის სახით 300 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის მიუხედავად, რუნის შეძენის იმედს არ კარგავენ ლონდონური კლუბები – “ჩელსი” და “არსენალი”.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, რუნის ანგარიშზე 21 მატჩი და 9 გოლია.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0