საზოგადოება ნუკი კოშკელიშვილმა "არანორმალურად სიმპათიური" რჩეულის ფოტოები გაასაჯაროვა, "ულამაზესი ბიჭია"-ამტკიცებს ტელეწამყვანი 2014, 19 თებერვალი, 22:56 ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული ბენჯი ჩეიმი ამერიკელია, შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. ნუკი ყურებამდე შეყვარებულია და თავს შესანიშნავად გრძნობს. მისი მტკიცებით ბენჯი არანორმალურად სიმპათიურია, ასეთები თბილისში არ დადიანო.
"რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპროლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე მსგავს რაღაცეებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"-გვიამბობდა ნუკი.
წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო, მიმოწერა 2 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ნუკიმ ბენჯის ამერიკაში ჩააკითხა და ურთიერთობაც შედგა. სულ ცოტა ხნის წინ ნუკიმ საკუთარი რჩულის ფოტოები გაასაჯაროვა და სოციალურ ქსელში ატვირთა.
ნუკი შეყვარებული გახლდათ ოთო მარგოშვილზე. წყვილი ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც და საკუთარ გრძნობებზეც ღიად საუბრობდა. სამწუხაროდ ურთიერთობა არ შედგა. "ზოგჯერ გგონია, რომ კომფორტია როცა გიყვარს და უყვარხარ. ზოგჯერ გგონია, რომ კომფორტია, როცა მარტო ხარ. ცვალებადია ეს ყველაფერი, ისე როგორც გემოვნება, დღეს ვარდისფერი მოგწონს, ხვალ შეიძლება იისფერი მოგეწონოს. ასეა პირადი ცხოვრებაც-ზოგჯერ ყვავილები და რომანტიკა გიტაცებს, ზოგჯერ კი გირჩევნიათ უბრალოდ კარგი მეგობრები იყოთ"-გვიამბობდა ნუკი. ნუკი და ოთო ახლა მხოლოდ მეგობრები არიან. ოთოს ცხოვრებაშიც სიახლეებია... ვუსურვოთ ნუკის წარმატებები და ბედნიერი მომავალი. 871 5-ს მოსწონს 1-ს არა
|