x
image
worldsport.ge
დვალიშვილი: “კომისიის გადაწყვეტილებამ გამაწბილა”

imageლადო დვალიშვილს მაინც ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. მიზეზი გეცოდინებათ: ექსტრაკლასას გასულ ტურში, “ლეგია”-“კორონას” შეხვედრის 53-ე წუთზე ლადო გააძევეს, რადგან მსაჯმა მიიჩნია, რომ მან მეტოქის ფეხბურთელ გოლანსკის ხელი ჩაარტყა. გოლანსკიმ რომ ეს ეპიზოდი გააფორმა და დვალიშვილი წითელს არ იმსახურებდა, ეს პოლონურმა პრესამაც აღნიშნა, ამიტომაც, “ლეგიას” იმედი ჰქონდა, რომ კომისია ქართველ ფორვარდს დისკვალიფიკაციას არ მისცემდა.
“სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ამ წითელ ბარათს გამიუქმებდნენ. ჩემს კარიერაში პირველად გამაძევეს პირდაპირ წითლით” – თქვა დვალიშვილმა, რომელიც “გურნიკთან” და “იაგელონიასთან” მატჩებს გამოტოვებს.
პოლონეთში ასეთი წესია: ორი ყვითელი ბარათის შემთხვევაში გაძევებისთვის ერთი მატჩით ისჯება ფეხბურთელი, პირდაპირ წითლის შემთხვევაში – ორი თამაშით.



ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0