x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

imageქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია ბარბაქაძემ დღეს ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს და კახეთის ყოფილ გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს საბოლოო განაჩენი
გამოუტანა. ვანო მერაბიშვილი 5 წლით პატიმრობაში რჩება, ხოლო
ზურაბ ჭიაბერაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ 50.000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამასთან, ვანო მერაბიშვილს წელიწადნახევარი პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის
სასამართლო პროცესი ერთი წელი გრძელდებოდა.
ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ჰქონდათ წაყენებული.
პროკურატურა მათ ამომრჩევლის მოსყიდვაში, თანხის
მითვისება–გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების
გადამეტებაში ადანაშაულებდა.
ამასთან, ყოფილ პრემიერ მინისტრს გამოძიება კვარიათის აგარაკის
მიტაცებში ადანაშაულებდა, სწორედ ამ მოტივით მერაბიშვილი
პატიმრობაში რჩება.

3
1707
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
1707
  
2014, 20 თებერვალი, 10:54
იმედი მაქვს რომ ამ 5 წელიწადში კიდევ დაუმტკიცებენ და დაუმძიმებენ.
2014, 18 თებერვალი, 23:42
5 წელი-ეს იმას ნიშნავს,რომ ვერ მოერივნენ ვანოს:)))))
2014, 18 თებერვალი, 9:33
ნუთუ საკმარისია 5 წელი ...?????? სად არის სამართალი ....?????? ხომ არ არის სუსტი მიმდინარე სამართალი...?
0 1 3