x
image
K.P.
როგორ მიულოცა ნანუკა ჟორჟოლიანმა საყვარელ მეუღლეს დაბადების დღე

imageნანუკა ჟორჟოლიანი ყველასათვის ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გახლავთ. იგი პირველად 16 წლის ასაკში დაქორწინდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. 18 წლის ორსულ ნანუკას კი უკვე ოჯახი დაენგრა. მას შემდეგ ჟურნალისტი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დასაკარგი ქალი არ იყო და ხაჭაპურის ცხობის გარდა სხვა რამეც შეეძლო. მას პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ გეგუჩაძე, რომელსაც რამდენიმე სეზონის მანძილზე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" საკუთარი რუბრიკაც ჰქონდა. დედა-შვილი კარგი მეგობრები არიან. ნანუკამ მეორედ იქორწინა ირაკლი კოდუაზე. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს-საბა. ირაკლი ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს. ნანუკას მტკიცებით, კი განშორებამ სიყვარული უფრო გააძლიერა.

ჟურნალისტმა საკუთარ გადაცემაში აღნიშნა, რომ სულ მალე მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის დაბადების დღე მოდიოდა. დიდხანს ვფიქრობდი როგორ მიმელოცა მისთვის, რა სიურპრიზი მომეწყოო.

როგორც გაირკა ეს "საყვარელი ადამიანი" ნანუკას ქმარი, ირაკლი კოდუა გახლდათ, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ 41 წელი შეუსრულდა.

"რა მაგარია, რომ ხარ... დაბადების დღეს გილოცავ ირაკლი! 41! მინდა კიდევ ამდენი ხანი იყო! მნიშვნელობა არ ააქვს ჩემთვის, სხვისთვის! შენ ისეთი ადამიანი ხარ, რომ უნდა იყო, თან ძალიან მაგრად, შენს შვილებთან ერთად! კიდევ ერთხელ გილოცავ!"-წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში. როგორც გაირკვა ირაკლიმ დაბადების დღე საზღვარგარეთ აღნიშნა და სტუმრებსაც უმასპინძლა.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები...

imageimage

0
246
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0