სხვა ყველაზე უჩვეულო და უცნაური მუზეუმები, რაც კი გინახავთ. 2014, 15 თებერვალი, 21:50 მოგეხსენებათ, რომ ყოველ ქალაქს ბევრი თუ არა ერთი მუზეუმი მაინც გააჩნია, რომელიც ხელოვნებას ან ისტორიულ ნივთებს ეძღვნება, უმეტესობა კი კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ინახავს, რომლის გამოც სხვადასხვა ქვეყნიდან დაინტერესებული პირები სპეციალურად ჩადიან. მაშასადამე წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე უცნაურ და უჩვეულო მუზეუმებს რაც კი გინახავთ:
1. ცუდი ნახატების მუზეუმი. Massachusetts -ში 1994 წელს სპეციალურად დაარსდა მუზეუმი, სადაც დაბალ ხარისხიანი ნახატები იყრიდა თავს, თუმცა მათი უხარისხობისდა მიუხედავად, მუზეუმს სათვალთვალო კამერებიც დაუმონტაჟეს მას შემდეგ რაც ერთი ნახატი მოიპარეს და ხშირი მნახველები და მყიდველებიც ჰყავდა. 2. მუზეუმი კანალიზაციაში. ეს მეტად უჩვეულო მუზეუმი მდებარეობს საფრანგეთის დედაქალ პარიზში და იხსენიებენ შემდეგი სახელით- "Le MusVe des Rgouts de Paris". კანალიზაციის რესტავრაციას და გადაკეთებას საკმაო დიდი დრო დაჭირდა და ახლა მისი მცულობა 2, 400 კილომეტრს ითვლის. იგი 1867 წლიდან თარიღდება და დღეს აღარავის უშვებენ დასათვალიერებლად უსაფრთხო ზომების არ არსებობის გამო. 3. იშვიათი სამედიცინო ინვენტარის მუზეუმი. მუზეუმი დააარსა Bob McCoy-მ, სადაც 1930-1970-ნი წლების სამედიცინო აპარატურა და იარაღი იყრის თავს, ესენი იშვიათ და ექსპონატ ნივთებს წარმოადგენენ, თუმცა ზოგიერთი მოწყობილობა დღესაც მწყობშია და შეუძლიათ იმუშაონ. მუზეუმი სამწუხაროდ 2002 წლიდან დაიხურა და ხალხს ვეღარ ემსახურება. 4. გატეხილი ურთიერთობების მუზეუმი. ხორვატელმა წყვილმა, რომლებიც ბავშვობიდან ერთად იყვნენ, 2006 წელს დააარსეს "უბედური სიყვარულის" მუზეუმი, სადაც ურთიერთობით 4 წელიწამდე ვერ მიღწულ წყვილთა ნივთების დემონსტრირებას ჰქონდა ადგილი. მათი იდეა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 2010 წლისათვის ქალაქ ზაგრებში მუდმივი საცხოვრებელი დაიმკვიდრეს. წელიწადში კი მათ მუზეუმს 40 000 დამთვალიერებელი ჰყავს. 2011 წელს კი მუზეუმს "ყველაზე ინოვაციურის" სტატუსი მიენიჭა. 5. წმინდანთა სულების მუზეუმი. რომში, ეკლესია del Sacro Cuore del Suffradzhio-ს პატარა ოთახში მდებარეობს ეს მუზეუმი, სადაც წმინდანთა ხატებს იხილავთ. Victor Dzhouet-ს მას შემდეგ მოსვლია იდეა მუზეუმის გაკეთებისა, რაც ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ სწორედ ამ ოთახის დამწვარ კედელზე გამოსახულა სახე, სავარაუდოდ რომელიმე წმინდანისა. 6. დამწვარი საკვების მუზეუმი. Massachusetts-ში ეს მუზეუმი 1980-ი წლიდან არსებობს და მისი დაარსება კი Deborah Henson Conant-მა შემდეგნაირად დაიწყო- როდესაც უყურებდა Grammy-ს ერთ-ერთ დაჯილდოვებას, ღუმელში ათბობდა ვაშლის პეროგს, დაავიწყდა და დაეწვა. ასევე ერთ-ერთი კერძი ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ გაახსენდა ქურაზე რომ ედგა. ყველაზე ექსპონატი კი მის კოლექციაში არის ღუმელში ცხობის დაბალ რეჟიმზე დამწვარი კარტოფილი, რომელიც 5 კვირის მანძილზე იმყოფებოდა იქ, ვინაიდან დებორა ამ ხნის განმავლობაში მექსიკაში იყო. 7. მუზეუმი საკანალიზაციო მილში. მუზეუმი გახსნილია ჩინეთში სწორედაც რომ პირველ საკანალიზაციო მილში, სადაც ყურადღება ეთმობა ჩინეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ადრეული, ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენებს. 8. საიდუმლოებებით მოცული სახლი-მუზეუმი. ე.წ. საიდუმლოებებით მოცული სახლის მშენებლობას საფუძველი 1800-იან წლებში ჩაეყარა, რომლის ფუძემდებელიც გახლდათ უილიამ ვირტ ვინჩესტერის ქვრივი- "სარა ვინჩესტერი". მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სარამ ალკოჰოლის მასიური მიღება დაიწყო და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ირწმუნებოდა, რომ სულებს ესაუბრებოდა და მათ მოუწოდეს რომ თუ არ ააშენებდა სახლს, რომლის მშენებლობასაც მთელი სიცოცხლე მოანდომებდა, არ დაწყნარდებოდნენ გამოცხადებით. ამიტომ სარამ კალიფორნიაში, სან-ხოსეში 138 ჰექტარზე ააშენა სახლი, რომლის მშენებლობაზეც 38 წელი და 6 მილიონი $ დაიხარჯა. 1922 წელს სარა გარდაიცვალა და ამ დროისათვის სახლი მოიცავდა 160 ოთახსა და 13 აბაზანას, თუმცა სარას არცერთხელ 2 მომდევნო ღამე ერთ საძინებელში არ გაუტარებია მოჩვენებათა დაბნევის მიზნით. 359 15-ს მოსწონს
|