x
image
worldsport.ge
დავიდ სილვა: “ბარსელონას” დამარცხება შეგვიძლია”

image“მანჩესტერ სიტის” ესპანელი შემტევი დავიდ სილვა მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან კატალონიის “ბარსელონას” გამოთიშვა შეუძლია.
“შესანიშნავი გუნდი გვყავს და თუ “ბარსელონასთან” მატჩს კარგ ფორმაში შევხვდებით, მეოთხედფინალში გასვლას მოვახერხებთ.
ვიცით, რომ კატალონიელებთან შეხვედრაში ყველა ფეხბურთელს უნდა ვუფრთხოდეთ, არა მხოლოდ მესის.
ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებებით ვერ დავიკვეხნით. ამიტომ, მეტოქეზე უფრო დიდი ზეწოლაა.” – აცხადებს დავიდ სილვა.
“სიტი” და “ბარსელონა” პირველ თამაშს 18 თებერვალს, მანჩესტერში გამართავენ, ხოლო 12 მარტს გასამართ განმეორებით შეხვედრას “ნოუ კამპი” უმასპინძლებს.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0