შოუბიზნესი ეშტონ კატჩერის საყვარელი ქალბატონები. 2014, 11 თებერვალი, 0:20 ეშტონ კატჩერი ჰოლივუდის პოპულარული მსახიობია.ის განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს "სუსტი" სქესის წარმომადგენლებში.საინტერესოა როგორი ქალები მოწონდა მსახიობს და ვინ იყვნენ ის ქალბატონები რომლებიც კატჩერის გულის დაპყრობას ცდილობდნენ.პირველი მეგობარი ქალბატონი იყო მსახიობი ემი სმარტი, რომელიც ეშტონმა ფილმის "პეპლის ეფექტის" გადაღების დროს გაიცნო. მათი ურთიერთობა ძალიან ხანმოკლე და არასერიოზული იყო. 1998-2001 წლებში ეშტონი ჯენუარი ჯონსს ხვდებოდა, რომელიც შემდეგში მსახიობი გახდა. რაღაც პერიოდის განმავლობაში მსახიობი ხვდებოდა ბრიტანი მერფს, რომელიც 2009 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ყველაზე გახმაურებული მისი ქორწინება კი იყო ულამაზეს დემი მურთან, რომლიც იმ პერიოდში ბრუს უილსს გაშორდა.ეშტონმა შესძლო დემის ყოფილ ქმართან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.წყვილმა 2011 წელს გაშორების შესახებ გააკეთა განცხადება. დემი მურის შემდგომ კი კატჩერი ხვდება ულამაზეს მილა კუნისს, რომელიც 2012 წელს მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს.მათი ურთიერთობის შესახებ ჭორები არ ქრება, ზოგი ამბობს, რომ მილა შვილს ელოდება ზოგიერთის აზრით კი ისინი ზაფხულში დაქორწინდებიან მართალია თუ არა ეს მითქმა-მოთქმა რამდენიმე თვეში გავიგებთ. 159 1-ს მოსწონს
|