x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ორსული ქალის სკანდალური ქანდაკება.
ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ- Ilfracombe-ში ზღვის სანაპიროზე გვხვდება 20 მეტრი სიმაღლის "ორსული ქალის ქანდაკება", რომელსაც მარცხენა მხარე აქვს ხორცშესხმული, ხოლო მარჯვენა მხარეს კი კუნთოვანი ქსოვილების დომონსტრირებას აქვს ადგილი. ზევით აღმართულ მარცხენა ხელში მას ხმალი უკავია, ხოლო მარჯვენა ხელით კი ზურგს უკან რაღაცას მალავს.



image

image

ქანდაკება Damien Hirst-ს ეკუთვნის და მისია ასევე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქანდაკებების უმეტესობა. დემიანს არაერთხელ შეუქმნია მსგავსი შედევრი, რასაც შემდგომ რეზონანსი მოჰყოლია.



მას შემდეგ, რაც ეს ქანდაკება საჯაროდ აღმართეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტით საკრებულოს მიმართა, ვინაიდან ქანდაკება უზნეოდ და ნაყოფიერ მანდილოსნებში უარყოფით ეპითეტად მიიჩნიეს, ხოლო თავად დემიანს უგემოვნო უწოდეს.



image
თუმცა საკრებულომ მაინც დაითანხმა მოსახლეობა, რომ ქანდაკება ზღვის სანაპიროზე წარჩინებულ ადგილას აღემართად, ვინაიდან მოტივაცია იყო ის, რომ ქალაქის ტურიზმი განიცდიდა ვარდნას და ცნობილი ავტორის ასეთი საუცხოო ქანდაკებით მოახდენდნენ ტურისტთა მიზიდვას.


ასე, რომ ქანდაკება მაინც აღმართეს მოსახლეობის პროტესტისდა მიუხედავად.


image
image
image
image


12
1126
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1126
  
2014, 17 თებერვალი, 12:25
მაგარიააა
2014, 13 თებერვალი, 14:50
შეურაწხყოფად რატომ იღებთ? :))) ხედვა უნდა გქონდეთ სხვა უბრალოდ :)))
ხელოვნების მთავარი პრინციპი გახლავთ განსხვავებული ხედვა რომელიც არა ვინმეს მიერ უნდა იყოს მითითებული და ვინმემ უნდა აგიხსნას რა დდდდდა როგორ, არამედ თავად უნდდდა იგრძნო და დაინახო :))
ამ შემთხვევაშ ვერც თქვენ და ვერც ის უმრავლესობა ვერ ხედავს ამას.. . მე პირადად ძალიან მომწონს :))
2014, 11 თებერვალი, 21:11
Sound From Beyond მოსახლეობის იმხელა ნაკადმა, ინტერმედიის განსაზღვრულმა მომხმარებელმა და მათ შორის მეც ვერ მივხვდი ამ ქანდაკების აზრს და მიმხვდარხართ და სანამ დაბალ დონეზე ავმეტყველებულვარ, იქნებ გაგვანათლოთ?
2014, 11 თებერვალი, 13:37
აზრი დევს რათქმაუნდა დდა საკმაოდ ღრმაც.ამიტომაცაა რომ ყველას არ ესმის. ასეთ პრიმიტიულ და დაბალ დონეზე არ უნდა იმსჯელონ და შეხედონ :)))
2014, 10 თებერვალი, 22:08
ზიზღს არ იწვევს მაგრამ აზრი?
2014, 10 თებერვალი, 19:14
მე პირიქით, ორსულებს ვურჩევდი ახლოს არ გაეკარონ ამ აადგილს, შემზარავია რაღაცნაირად:(
2014, 10 თებერვალი, 19:13
მიგიხვდი მანჩო, მიგიხვდი, ტან ამ ქანდაკებას ზევიდან სახლები დაყურებს და ასეთი უაზრო ერთფეროვანი ხედი ვის არ ამოუვა ყელში :D თან თუ ადამიანი ორსულადაა.
2014, 10 თებერვალი, 19:08
კარგი, ბატონო, ნახატი ჩემი საქმეა, ვიყიდი თუ არა, მაგრამ ქანდაკებას რომ დგამ საზოგადოებრივ ადგილზე, იქნებ მე არ მინდა ამის ნახვა და რატომ მახვევ შენს აზრს თავზე? ნუ, ზოგადად ვამბობ ამას, შენზე კი არა, ხომ მიმიხვდი?:)
2014, 10 თებერვალი, 19:06
ჩემი წინა სტატიისა არ იყოს "აბსურდულ ნახატებში მილიონებს რომ იხდიან", ამ ქანდაკების ირადიაციით ვარიანტია ზუსტად, რაღაც მოჩორტონ, მიჯღაპნონ და მაშინვე მილიონებს გაიღებს ხალხი, თუმცა არა ესმით რაა, ისე არ მცემოს აქ ნაკადმა, მაგრამ სიმართლეა რომ ვუყურებ-"ფულიან ხალხს იშვიათად აქვს გემოვნება"...
2014, 10 თებერვალი, 19:03
ჰოდა მეც ეგ ვთქვი, ძალიან გათანამედრპვდა ხელოვნება. გაუგებარ ქანდაკებებს და ნახატებს ქმნიან, მუსიკაზე ხომ აღარ მაქვს საუბარი. კლასიკა აღარაა მოდაში, ბატონო. არადა რა დააშავა ჩვენისთანა ნორმალურმა ხალხმა, ეს ვერ გამიგია. რატომ უნდა უყუროს ამ ამაზრზენ ქანდაკებას? სხვა სახელი არ შეიძლება ამას ეწოდოს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10