x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები გაყიდვების მენეჯერი და ფინანსისტია
საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები გაყიდვების მენეჯერი და ბუღალტერ/ფინანსისტია.

როგორც "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" (IBR) მიერ მომზადებული კვლევაშია - "საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ტოპ 30 დამსაქმებელი კომპანია" - აღნიშნული, სულ შესწავლილი იქნა 2251 ვაკანსია, რომელიც განთავესბული იქნა 2011 წლის 1-ლი ნოემბრიდან, 1-ელ მარტამდე პერიოდში. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ამ პერიოდში გაყიდვების მენეჯერზე - 235 ერთეული, მეორე პოზიციაზე - ბუღალტრის/ფინანსისტის პროფესია დაფიქსირდა - 105 ერთეული, მესამეზე კი - დისტრიბუტორი - 98 ერთეული;

შემდეგი პოზიციები ასეთია: საბანკო სექტორი/საკრედიტო ექსპერტი - 89; პედაგოგი - 78; სამედიცინო/სავაჭრო წარმომადგენელი - 77, ვებდიზაინერი/პროგრამისტი - 66; მოლარე/გამყიდველი/მაღაზიის მენეჯერი - 50; ინჟინერი - 46; დამლაგებელი/მუშა/მძღოლი - 45; მიმტანი/მზარეული/მცხობელი - 40.

რაც შეეხა კომპანიებს, ყველა მაღალი მოთხვნა სამუშაო ძალაზე კვლევის პერიოდში დაფიქსირდა ბანკ "კონსტანტას'' მხრიდან, სულ - 76 ვაკანსია, შემდეგ მოდის სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი'' - 57, მესამეზე კი სილქნეტი მოხვდა - 41 ვაკანსია; ათეულში შედიან: საქართველოს უნივერსიტეტი - 29; იუსტიციის სახლი/სამინისტრო - 21; საქაერონავიგაცია - 15; აი პი ემ ტემინალს ფოთი - 13; ნიკორა - 11; ევროპის სახლი და ქეი ეს ბი ბანკი - 10 ვაკანსია.


რეგიონების მიხედვით მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება თბილისში - 78%, შემდეგ მოდის: იმერეთი - 5%, აჭარა - 5%; სამეგრელო -3%; კახეთი - 3%; ქვემო ქართლი - 2%; გურია - 2%; სამცხე ჯავახეთი -1%; შიდა ქართლი - 1%;

2011 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ხელფასების საერთო დონის ზრდა 11%-ით 761 ლარამდე დაფიქსირდა; ხელფასების 14 სფეროდან 12 სექტორში გაიზარდა, ყველაზე მეტად უძრავი ქონების სექტორში 24%-ით, ჯანდაცვაში, კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის სექტორში - 15%-ით, შემცირდა სოფლის მეურნეობაში - 17%-ით და საფინანსო საქმიანობაში - 0, 3%-ით.

ამ დროსთვის ყველაზე მაღალი ხელფასები ფიქსირდება საფინანსო სექტორში - კერძოდ ბანკებში - საშუალოდ 1372 ლარი; ყველაზე დაბალი ხელფასი - საშუალოდ 360 ლარი განათლების სექტორში, კერძოდ პედაგოგებში და სოფლის მეურნეობაში - საშუალოდ 354 ლარი.

კვლევის პროცესში შესწავლილი იქნა საქართველოში 2 ყველაზე პოპულარულ ვებგვერდზე - www.jobs.ge და www.HR.com.ge განთავსებული განაცხადებები პროფესიების, კომპანიების და რეგიონების მიხედვით; ასევე კომპანიებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი იქნა საქართველოს 30 ყველაზე დამსაქმებელი კომპანიის სია.

0
279
შეფასება არ არის
ავტორი:ლექსო
ლექსო
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0