x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134480
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
"ღია თვითმმართველობა " სააპლიკაციო ფორმა
imageსამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი", ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით იწყებს ახალ ახალგაზრდულ პროექტს (მოდელირებული, სიმულაციური თამაში) "ღია თვითმმართველობა"


არასრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა არ მიიღება.


პროგრამის მიზანი: ახალგაზრდებში ლიდერული უნარჩვევების განვითარება, თვითმმართველობის პრინციპებისა და მუშაობის გაცნობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, ქალაქის განვითარება და ახალგაზრდული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება.

მიზნობრივი ჯგუფი: ქუთაისის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების მე–2, მე–3 კურსისი სტუდენტები და მაგისტრატურის 1 კურსელები.


პროექტის მონაწილეები მიიღებენ შემდეგ გამოცდილებას;

კანონების გაცნობა და გააზრება;

გადაწყვეტილების მიღების უნარ–ჩვევა;

გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევა;

სტრატეგიის დასახვის და შესრულების უნარ–ჩვევა.


პროგრამის აღწერა: მოდელირებული სიმულაციური თამაშები დღეს ძალიან პოპულალურია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. აღნიშნული მეთოდით ახალგაზრდა საკითხის არსს ადვილად ითვისებს და აქტიურად იმყარებს ცოდნას პრაქტიკული სავარჯიშოებით. თამაში "ღია თვითმმართველობა" თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების მოდელს წარმოადგენს, რომელიც იმავე ფუნქციებს ასრულებს, რაც რეალური ხელისუფლება. "ღია თვითმმართველობას" ჰყავს თავისი მერი, ვიცე მერები, სამსახურის უფროსები და ა.შ. ყველა სტრუქტურული ერთეული, რაც ჩვეულებრივ ადგილობრივ თვითმმართველობას გააჩნია. პროგრამა 1 წელი გაგრძელდება. მსურველებმა პროგრამაში მოსახვედრად უნდა შეავსონ საპლიკაციო ფორმა და გაიარონ გასაუბრება. სულ პროგრამისთვის 50 ახალგაზრდა იქნება შერჩეული. სააპლიკაციო ფორმების მიღება 25 თებერვლამდე გაგრძელდება.


აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს: http://soorvey.com/en/?s=10EAKYLIRNQ












0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0