პოპულარული მომღერალი ნინი ბადურაშვილი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ტრიალებს. ამ ყველაფერს ისიც უწყობს ხელს, რომ ის ასევე ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ოჯახის, კახიანების ოჯახის წევრია. ნინის დედა მომღერალი ეკა კახიანია, მამა კი ქართველი რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი.
ერეკლემ საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოიარა. პაპამისი ალექსანდრე ბადურაშვილი თურმე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთი შეფიცული გახლდათ.
კომუნისტების ინტრიგნების მსხვერპლი გახდა ერეკლეს მამა. რეჟისორი გვიამბობს: "ავღანეთშიც ვიყავი, აქ მაინც სამშობლოს ემსახურები, მაგრამ კომუნისტები რომ ჯანდაბაში გაგაგდებენ იმისთვის, რომ მსხვერპლად შეგწირონ ავღანელებს, ეს ნამდვილად საცოდაობაა. მადლობა ღმერთს, რომ იქიდან ცოცხალი დავბრუნდი. კონტუზია მქონდა და ფსიქიატრიულში მომიწია დაწოლამ. ჩვენს ოჯახს რეპრესიები მოუწყვეს და ამას თითოეული წევრი ვეწირებოდით." მამას ნინი განსაკუთრებით უყვარს, ქალიშვილი ჩემთვის ყველაფერიაო. მამა-შვილი წლებია კარგი მეგობრები არიან. ეს ყველაფერი როდია, რამდენიმე თვის წინ ერეკლე ძალიან ცუდათ იყო. რეჟისორს ორივე თირკმელი გაეთიშა და 6 დღე კომაში გაატარა, ამ 6 დღის მანძილზე კი 2 კლინიკური სიკვდილიც გადაიტანა. ნინი ამ დროს ფეხმძიმედ იყო და ერეკლეს ეს გულში ჰქონდა ჩარჩენილი, ქალიშვილზე ღელავდა. ეს ყველაფერი როდია კომაში ყოფნის დროს ერეკლეს მამა გარდაეცვალა. რეჟისორი ახლა თავს უკეთ გრძნობს და იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა...