შოუბიზნესი ტარიელ სუარმა ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა, რა გვარია სინამდვილეში ია ფარულავას მეუღლე? 2014, 5 თებერვალი, 21:10 ია ფარულავასა და ტარიელ სუარის სიყვარულზე დღემდე ბევრს საუბრობენ. ტარიელ სუარი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი გახლავთ. სუარი მისი ნამდვილი გვარი არ გეგონოთ, მუსიკოსი გვარად ხოსროშვილია. რატომ მაინცდამაინც სუარი? ალბათ იმიტომ, რომ გერმანელებისთვის წარმოსათქმელად უფრო მარტივია ვიდრე ხოსროშვილი.
ასეათუისე ტარიელმა სახელი საქართველოში ნიჭიერის სცენაზე გამოჩენის შემდეგ გაითქვა. ია ფარულავაც შეძლებისდაგვარად აპიარებს მეუღლესა და მის შემოქმედებას. მუსიკოსის განვლილი გზის შესახებ კითხვები გაჩნდა საზოგადოებაშიც. როგორც გაირკა მუსიკოსი გერმანიაში დაქორწინებული ყოფილა ვინმე ირმა ბროიერზე. წყვილს საერთო შვილიც ჰყავთ, რომლის ნახვის უფლებაც ტარიელს მხოლოდ სასამართლოს წარმომადგენლის თანდასწრებით აქვს. მუსიკოსი უმეტესად გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოსა და მეუღლეს, ია ფარულავასაც ხშირად სტუმრობს. მას შემდეგ, რაც პრესაში ტარიელის წარსულზე დაიწერა მან სოციალურ ქსელში ქალიშვილთან გადაღებული ფოტოებიც განათავსა. "ერთი საათის წინ გამომძვრალი სიხარული... მენატრები.... როდესაც ვიცი რომ ახლოს ხარ, მაგრამ გულში მაინც ვეღარ გიხუტებ, მშობიარობის ტკივილზე უარესია"-წერს ტარიელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ტარიელს ყოფილ მეუღლესთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს, მეტიც სასამართლომ მასთან მიკარებაც კი აუკრძალა. მუსიკოსი ხშირად ვერ ახერხებს ქალიშილის მონახულებას. ვუსურვოთ იას და ტარიელს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 474 4-ს მოსწონს
|