x
ცხოვრება...
ცხოვრება

ჭრელა-ჭრულა საბანია,

სამანია

შარაგზაა.


მავანთა და მავანთათვის

სხვაგვარია

სულ სხვადასვა

და სხვადასხვაგვარიაა.

ბილიკია, ორღობეა

სახლის ყორე ჩამოშლილი...

ქვითკირი და ოდაბადე

აქ მდინარე-

ხან მდორე და ხან მჩქეფარე.

ყველაფერი გამდინარე

ჩამდინარე...

უსწრაფესი, უწმმინდესი

უნაზესი, ულაღესი

ეს რამდენი უ-ებია...

უღიმღამო, უპატრონო

უნამუსო, უსინდისო..

ხანდახან რომ მოერევა

სინდისია,

ნამუსია,

სიქველეა სინამდვილე.

ეს როგორი ქაოსია

აქ მრუშობა და სიძვაა

აქ პორნოა და სექსია..

თითქოს მეხად დაცემია

ისე ძალუმ მორევია

ამ სამყაროს ცოდვის ფერი...

ვიღას უნდა ცის კაშკაში

ან ვარსკვლავი

ვიღას უნდა ანდა მთვარე

რომანტიკა რა ფერია?

აქ ტექნოა, ელექტრონი

და ძიგძიგის სტიქიონი...

სად რიონი, სად იორი

მისი ჩქამი სადღა ისმის?

ვის სცალია უგდოს ყური?!

ან და "მტკვარი" სად ჩამქრალა

გული, სული არ ქართული.

აქ ცხოვრება არის ჭრელი,

მზე სადღაა, ზღვის ტალღები?

ცხელი პლაჟის ვნება მწველი

სიყვარული ვრცელზე-ვრცელი.

ეს პასაჟი სად გამქრალა,

ცხადზე ცხადად მტკივა გული

მეწვის სული..

მტკივა მარტოს, მცივა მარტო

დავრჩი მარტოდ

ამ ცხოვრების სადღაც ძგიდეს,

სადღაც კიდეს..

ავუყვები ეულ კიბეს.

ეს ცხოვრება სამანია, ჭრელაჭრულა საბანია

ყოველ ღამეს რომ გვახურავს

ფერთა გამა, ფიქრის წყება..

ეს ცხოვრება თამაშია...



0
7
2-ს მოსწონს
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0