x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული
image


2008 წელს სანკტ-პეტერბურგის დაბა სტრელნაში წმინდა მოციქულთასწორ ოლღას სახელობის ტაძარში მისულ მრევლს შეეძლო ენახა ხატი, სახელწოდებით "მატრონა და სტალინი" ("ნეტარი მატრონა აკურთხებს იოსებ სტალინს"), რომელზეც გამოსახული იყო ნეტარი მატრონა მოსკოველი (1885 - 1952) და იოსებ სტალინი.


ლეგენდის თანახმად, იმ დროს, როცა მოსკოვს გემანელების მიერ აღების საფრთხე დაემუქრა, სტალინი მატრონასთან მივიდა. ნეტარმა ბრძანა: "რუსი ხალხი გაიმარჯვებს. გამარჯვება შენ დაგრჩება. ხელისუფლებიდან მხოლოდ შენ არ გახვალ მოსკოვიდან".


რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ბევრი წარმომადგენელი ტაძარში აღნიშნული ხატის დატოვების წინააღმდეგი გამოვიდა და იღუმენი ევსტაფი ჟაკოვი იძულებული გახდა იგი ჯერ ტაძრის სიღრმეში, ნაკლებად ხილულ ადგილზე გაეტანა, შემდეგ კი საერთოდ, სახლში წაეღო.



იღუმენი ევსტაფი, რომლის ინიციატივაც იყო წმინდა ოლღა მოციქულთასწორისა და იოსებ სტალინის ამსახველი ხატის ტაძარში დასვენება, მალე გათავისუფლებულ იქნა ტაძრის წინამძღვრობიდან.




0
1368
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0