x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყველაზე ბინძური ქვეყნები.
სათაურით რაღა თქმა უნდა აშკარაა დღევანდელი ჩემი სტატიის თემა. მინდა წარმოგიდგინოთ პლანეტის ყველაზე საშინელი ადგილები სიბინძურის თვალსაზრისით (ქიმიურად, რადიოაქტიურად და მოსახლეობისმიერი). იმედია ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ გაიღვიძებს კაცობრიობაში მოწოდება, რომ დროა ეს შეწყდეს და შეიცვალოს.



დედამიწის ყველზე ბინძური ქვეყნები:



1. ციტარუმის მდინარე ინდონეზიაში.

ქალაქ ინდონეზიის მდინარე- ციტარუმი ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ მდინარეთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ასევე 5 მილიონიანი მოსახლეობის სასმელ წყალს წარმოადგენს.


image


2. რიაჩუელო, არგენტინა.

მდინარე რიაჩუელო მდებარეობს არგენტინაში, მის სანაპიროს აკრავს 4000 ქარხანა, 42 ნაგავსაყრელი და 13 კოლექტორი. ეს კომბინაცია კი სრულიად ჯანმრთელობის წინააღმდეგ მეტყველებს.

image




3. პორტ ოპრენსი, ჰაიტი.

სტიქიურმა უბედურებებმა, ტყის კაფვამ და ორგანიზაციათა კრიზისმა გადაშენების ზღვარზე მიიყვანა სრულიად ჰაიტის მოსახლეობა. ადგილი აქვს ნარჩენების შეგროვებასა და უტილიზაციას.

image




4. დჰაკა, ბანგლადეში.

როდესაც 150 მილიონიანი მოსახლეობა ავსებს ისეთ ქალაქს, რომელიც მდებარეობს ბანგლადეშში, ორგანიზაციების მიერ განადგურებული იქნა ნაგავსაყრელები, იმ მიზნით რომ მოეხდინათ მოსახლეობის მოთავსება. ახლა კი ეს ქალაქი მთლიანად ნაგავსაყრელად იქცა.

image




5. ძერჟინსკი, რუსეთი.

გინესის რეკორდებშია ეს ქალაქი შესული, როგორც ქიმიურად ყველაზე დაბინძურებული ქალაქი. გასულ წელს სიკვდილიანობა 260%-ით აღემატებოდა შობადობას. იგი ამ მიზეზის გამო ყველაზე ხანმოკლე სიცოცხლის მაცხოვრებლებით ხასიათდება, რომელთა ასაკი 45 წელს არ სცილდება.

image




6. მდინარე იამუნი, ინდოეთი.

მდინარე იამუნი, მდინარე განგას შენაკადია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი დელის მცხოვრების 60% ნაგავს სწორედ ამ მდინარეში ყრის, ამავე მდინარის წყალს მიირთმევენ და ბანაობენ კიდეც.

image




7. Dar Es Salaam, ტანზანია.

მოსახლეობის სწრაფად მზარდი ქალაქია Dar Es Salaam, რომელიც ტანზანიაში მდებარეობს, საფრთხის წინაშეა ინფექციური დაავადებების გაზრდის თვალსაზრისით, ვინაიდან მდინარეში კვლავ განაგრძობენ მყარი ნარჩენების ჩაყრას.

image




8. ლინფენი, ჩინეთი.

ამ ქალაქში თუ ვინმე გაფენს სარეცხს გასაშრობად, გაშრობამდე ჩამოხსნის შავს, ვინაიდან გამონაბოლქვის კვამლი მთელს ქალაქზე ვრცელდება და ამიტომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ითვლება, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ცოტათი გამოასწორეს მდგომარეობა.

image




9. სანაგვე კუნძული წყნარ ოკეანეში.

წყნარი ოკეანის ჩრდილო ნაწილში მდებარეობს ეს ნაგვის ხროვა, რომელიც შედგება მიკროსკოპული ტოქსინების, პლასტმასებისა და ქიმიური ნარჩენებისაგან.

image


10. აჰვაზი, ირანი.

აჰვაზი მდებარეობს ირანში და იგი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ითვლება, რაც განპირობებულია მუდმივი- ქვიშიანი შტორმებით.

image




დედამიწის ორბიტა. NASA-ს მიერ გადაღებულია დედამიწის ორბიტა თუ როგორი დაბინძურებულია და გარს როგორ აკრავს მილიონობით ნამსხვრევი დედამიწას.

image

8
1085
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1085
  
2019, 30 აპრილი, 23:16
მგონი აფრიკის ნახევარ ქვეყანაში ამაზე უარესი მდგომარეობა. ზოგ ქვეყანაში სასმელი წყალიც არა.
2014, 5 თებერვალი, 15:46
მე ასე არ ვფიქრობ, რა თქმა უნდა გარკვეულ წილად ვართ ბინძური ერი, მაგრამ ის რომ ქართველებზე ბინძური ერი არ არსებობს აბსურდია. სურამს რაც შეეხება ეგ იქაური მოსახლეობის მინუსია, თორემ სხვა კუთხეებშიც ვარ ნამყოფი და მდინარეზეც, რასაც მსგავსს ვერ ვიტყვი, ქართლში ვარ მდინარე ხრამზე ნამყოფი და ისეთი კამკამაა თევზები ჩანს, ასევე დასავლეთშიც მდინარე ჯრუჭულა და კახეთში მდინარე ალაზანი (მართალია ალაზნის გარკვეულ ადგილებში პირუტყვს მწყემსავენ, მაგრამ იციან სად დააბინძურონ და სად არა) საწყენად არ ვამბობ ჩემმო კარგო, მაგრამ სურამში ალბათ მოსახლეობის პრობლემაა და არა კონკრეტულად ქართველების. საზღვარგარეთ უბრალოდ დიდი ჯარიმაა და შედარებით მიტომ არის სისუფთავე და დისციპლინა, თორემ სახლში ვის რა მდგომარეობა აქვს, იმას ვერ ვხედავთ,
2014, 3 თებერვალი, 13:00
სურამულა>>>მდინარე სურამში ...იქაურები პირდაპირ ნაგავს ამ მდინარეში ყრიან....და ვაბშე ქართველებზე ბინძური ერი არ არსებობს !
2014, 2 თებერვალი, 21:42
ადამიანები საკუთარ თავს ასე ექცევიან და ბუნება რომ მტრად გვიბრუნდება, გვიკვირს მერე:(
2014, 2 თებერვალი, 21:26
რას ამბობ, საქართველოში მაინც არის ეკოლოგიურად სუფთა პირობები ნიინ, ამ ქვეყნებში რაც ხდება, სრული კატასტროფაა. :((
2014, 2 თებერვალი, 21:17
მე მეგონა მარტო საქართველოს ქონდა ეს პრობლემა ....
2014, 2 თებერვალი, 21:16
ინ :*
2014, 2 თებერვალი, 21:12
კარგი სტატიაა ყოჩაღ
0 1 8