x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138539
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
დედა

დედა-პიროვნება რომელსაც ძალუძს უყვარდეს უანგაროდ, ყოველთვის გაუწოდოს დახმარების ხელი, აიტანოს გაუსაძლისი პირობები, მაგრამ არასოდეს არ აგრძნობინოს შვილს, რომ ის განადგურებულია.დედა, ეს ის პიროვნებაა რომელსაც ჩვენ შვილები ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ, ეს სამარცხვინო ფაქტია და მტკივნეული რეალობა დედისთვის.. როცა ვაკვირდები გარშემო მყოფ სამყაროს, ადამიანებს, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან, მათაც, ვინც ამბობ რომ ვუყვარვარ, ბოლოს ვხვდები რომ სინამდვილეში ჩემი ბედ-იღბალი მხოლოდ დედას ანაღვლებს.. დედა იტირებს მაშინ როდესაც შვილი ტირის, დედა გაიცინებს მაშინ როდესაც შვილი იცინის.დედა ყინვაში გარეთ გავა თუ შვილს რაგაც მოუნდება, წამალი ან თუნდაც რაიმე მაღაზიიდან, მაგრამ შვილს ნატვრას აუცილებლად აუსრულებს.როცა შვილის თვალებზე ცრემლებს შეამჩნევს დედა, უმალ გულში ჩაიკრავს მას და ცრემლიან თვალებს დაუკოცნის, გაამხნევებს შვილს რომ ცრემლი შეუშრეს, ხოლო როცა შვილი დაიძინება, დედის მოსიყვარულე თვალებს ცრემლის ნაკადი დაასველებს, ახლა ის ატირდება შვილის ცრემლებით.. დედაარასოდეს აპატიებს შვილის დაჩაგვრას, თვითონ დაჩაგრული, შვილს გამოესარჩლება...დედა არასოდეს დაივიწყებს შვილის დაბადების დღეს.არასოდეს დაუთვლის შვილს გაწეულ ამაგს, თუმცა მოუწევს საწყალს შვილის მხრიდან პრეტენზიების ატანა, შვილს ყოველთვის ნაკლები უნდა გაიღოს დედისთვის, მაგრამ დედა თვითონ იკლებს და შვილს უანგაროდ აძლევს ყოველივეს, იმასაც კი რაც თვითონ არ გააჩნია.დედა უბრალოდ ჩაიცმევს, მაგრამ შვილს ღირსეულად შემოსავს..მოკლედ რამდენი რამის თქმა შეგვიძლია დედის, ამ უნიკალური და უძლიერესი ფენომენის შესახებ, რომლის გარეშეც ადამიანის ცხოვრება ცარიელია.მისი სიტბო ალღვობს ყინულს გულში..მისი თბილი სიტყვა გაზაფხულის ტბილი სიოსავით მოსავს ადამიანის გულს..დედის გაღეშე ჩვენი ცხოვრება ცარიელია, თუმცა სამწუხაროა რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიჩენთ დედისადმი სითბოს და ხშირად სრულიად უცხო ადამიანს უფრო მეტი დაკვირვებითა და გულისხმიერებით ვექცევით ვიდრე დედას, და მაინც დედის სიყვარული შვილის მიმართ უსაზღვროა....ის პატარა ბავშვივითაა რომელმაც მხოლოდ სიყვარულისა და ყურადღების ჩუქებით ამდიდრებს გარშემომყოფებს.ქალი სუსტია მაგრამ დედაა ძლიერი..დედა, მოდით გვიყვარდეს ეს საოცარი პიროვნება, სახელად-დედა

0
2156
შეფასება არ არის
ავტორი:ია კარგარეთელი
ია კარგარეთელი
2156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0