x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ლორე-ტაშირი 1918-1921 წლებში
ლორე-ტაშირი საქართველოს ისტორიული პროვინციაა, ტაშირს ეკავა სომხეთის ქედის თხემის სამხრეთით მდებარე სივრცე ლორეს ვაკის ჩათვლით, მას შუაზე კვეთდა მდ. ტაშირის წყალი, ახლანდელი ძოგარეთი ანუ კამენკა. ამ მდინარის შესართავთან მდებარეობდა ლორე, რომელიც ზოგჯერ ცალკე ოქად იყო გამოყოფილი(იხ. ნახაზი N1).

image


















ნახ. N1

თავდაპირველად ტაშირ-ძოგარეთის სამეფო 978 წელს შეიქმნა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, სამეფოს დამაარსებელი იყო კვირიკე და სახელის მიხედვით მას კირიკიანების სამეფოსაც უწოდებდნენ. 1048-90 წლებში სამეფოს ცენტრად იქცა ლორე. დავით აღმაშენებელმა (1118-1122 წლებში) ტაშირ-ძოგარეთის სამეფო საქართველოს შემოუერთა და სამართავად გადასცა სრულიად საქართველოს მხედარმთავრებს. ლორე-ტაშირი საუკუნეების მანძილზე ქართველი და სომეხი მმართველების ხელიდან ხელში გადადიოდა, თუმცა უმეტესად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგალითად იქ შემორჩენილია ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები და საფლავები, რომლებზეც ქართველთა ნაკვალევი მკვეთრადაა შემონახული. ეს ძეგლებია: ახტალა, ლორეს ციხე, ქობერი, ოსიკაპრი და სხვ. მათგან რამდენიმე მონასტერი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ამჟამად ლორე-ტაშირი სომხეთის ტერიტორიაზეა.


1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროს ლორე-ტაშირი საქართველოს შემადგელობაში შედიოდა. საინტერესოა განვიხილოთ 1918-1921 წლებში რა სიტუაცია იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე და რა მიზეზებით მოხდა სომხეთის მიერ ლორე-ტაშირის მითვისება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთლიანობის ხელყოფა სცადა სომხეთის რესპუბლიკამ. მოლაპარაკება საზღვრების თაობაზე საქართველოსა და სომხეთს შორის დაიწყო 1918 წლის 18 ოქტომბერს. სომხეთი საქართველოსგან მოითხოვდა ძირძველი ქართული ტერიტორიების დათმობას, როგორც სამხრეთ საქართველოში(ჯავახეთს, ისე ქართლს, თბილისს, გორს) და აჭარაში(ბათუმი). ამის საპასუხოდ, საქართველოს დელეგაციამ დამაჯერებლად უარყო სომხეთის მოთხოვნები, სომხეთის მთავრობამ კი დრო იხელთა და როგორც კი მუდროსის ზავის თანახმად თურქეთის ჯარებამ ლორეს რაიონი დატოვეს, იქ სომხეთის ჯარი შეიჭრა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა იარაღის ძალით დაეცვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. 1918 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეჯახება მოხდა, ეს იმიტომ რომ საქართველოს მთავრობის ცდებს, მშვიდობიანი გზით გადაეჭრა სასაზღვრო კონფლიქტი, შედეგი არ მოჰყოლია. 1918 წლის 9 დეკემბერს სომხეთის ჯარები ბორჩალოს მაზრაში შეიჭრნენ, ქართულმა ჯარებმა და სახალხო გვარდიამ ამ ბრძოლებით დაიხია მდ. ხრამამდე. სომხეთი დიდი სამხედრო და პოლიტიკური კატასტროფისგან ინგლისმა იხსნა. ამიერკავკასიაში ინგლისის სამხედრო მისიის შუამდგომლობის შემდეგ, 1918 წლის 25 დეკემბერს საქართველოსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები შეწყდა. საქართველოსა და სომხეთის ჯარებმა დატოვეს სადავო ტერიტორია. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკება ნეიტრალური ზონის შექმნის შესახებ. ამრიგად, სომხეთის მთავრობამ კარგად გამოიყენა ინგლისის მთავრობის ანტიქართული განწყობილება და წაგებული ომის მიუხედავად, სასაზღვრო კონფლიქტი მაინც საქართველოს საზიანოდ გადაწყდა. შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს დემოკრატიული რესპებულიკის მთავრობას არ შეეძლო ანტანტის ნების წინააღმდეგ გამოსვლა და ამიტომაც 1919 წელს დათანხმდა ინგლისის სამხედრო მისიის ინიციატივით გაფორმებულ შეთანხმებას, ლორეს ნეიტრალური ზონის შექმნის შესახებ. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ლორეს ნეიტრალურ ზონაში მორიგეობით უნდა მდგარიყო ქართული და სომხური ჯარი, შემდეგი განაწილებით: მის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა ქართული არმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში- სომხეთის. ლორეს ნეიტრალურ ზონად გამოცხადებაზე თანხმობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო გარდაუვალი ომის ზღვარზე აღმოჩნდებოდა ინგლისი-სომხეთის ერთობლივი ძალების წინააღმდეგ.

“ლორეს ნეოტრალურ ზონაში'' იმ დროისთვის შედიოდა 43 სოფელი, მოიცავდა სადახლო-შაღალის 50 კილომეტრი სიგრძის რკინიგზის ხაზს ექვსი სადგურით. აგრეთვე მის შემადგენლობაში იყო ალავერდის სპილენძით მდიდარი საბადოები. ბრიტანელებმა ნეიტრალური ზონა სამ ერთეულად- უზუნლარის, ვორონცოვკისა და ალავერდის ადმინისტრაციულ რაიონებად დაყვეს და მთავარ სამხედრო ინსპექტორად ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარების ოფიცერი, კაპიტანი არჩიბალდ შოლტო ჯორჯ დუგლასი დაინიშნა.

1918 წლის მონაცემებით ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ უმრავლესად რუსები(მართმადიდებლები და სექტანტები), ქართველი მართმადიდებლები, სომეხი-გრიგორიანელები, აზიელები(მუსლიმი შიიტები და მუსლიმი სუნიტები) და მცირე რაოდენობით სახლობდნენ ციგნები, ებრაელები და კავკასიელი მთიელები. მამაკაცების რაოდენობა მცირედით აღემატებოდა ქალებისას. სიმჭირდოვე კი 28, 1კვ.კმ იყო. სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა ლორეს ნეიტრალური ზონის შესახებ შეთანხმებას უკანონოდ ცნობდა და საქართველოსთან შეერთებას ცდილობდა, რასაც ადასტურებს მიმართვა, რომელიც ლორეს რაიონის სოფლის მცხოვრებმა მოაწერეს ხელი.

1920 წელს საქართველომ, სომხეთის გასაბჭოების გამო, ორთვენახევრით შეძლო ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე თავისი დე-იურე და დე-ფაქტო იურისდიქციის აღდგენა. 1921 წლის 7 ივლიის კავბიურომ იოსებ სტალინის მონაწილეობით ეს საკითხი საგანგებოდ განიხილა და დაადგინა, რომ ე.წ. ნეიტრალური ზონა, ანუ ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილი - “ლორეს რაიონი''–2367კვ.კმ. ფართობით გადაეცეს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. ამდენად, 1921 წლის 7 ივლისის დადგენილებით ლორეს ოლქზე საქართველოს პრეტენზიები საბოლოოდ გაუქმდა და დღემდე ასე გრძელდება.

0
849
2-ს მოსწონს
ავტორი:თაკო ცეცაძე
თაკო ცეცაძე
849
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0