x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩვენი პლანეტის დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოები.
ალბათ ბევრი პარანორმალური შემთხვევების მომსწრენი და მომსწრენი თუ არა გამგონი მაინც იქნებით, რომელთა სიღრმეში მეცნიერები ვერა და ვერ ჩაძვრნენ და დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ატარებენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. მინდა ასეთი ადგილების, დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოებების შესახებ გესაუბროდ, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ისტორიაში.



1. ტაოსური ხმაური.

ახალი მექსიკის ქალაქ ტაოსში მონოტორულად ხშირად ისმის დიზელის ძრავის მაგვარი ხმაური, რომელიც ადამიანის ყურს გაუგონარი ხმაურის დროსაც არ რჩება. მისი კვლევებით დღემდე ათასობით მეცნიერი იყო დაინტერესებული, თუმცა დეტალური ანგარიში ამ თავსატეხისა არ არსებობს.


image


2. ხელნაწერი წიგნი.

არსებობს ხელნაწერი წიგნი, რომლის გაშიფვრასაც მეცნიერები მრავალი წლის მანძილზე ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ, რადგან ვერ გაარკვიეს რა ენაზე იყო იგი დაწერილი, მათთვის გასაგებს ამ წიგნიდან მხოლოდ რამოდენიმე სურათი წარმოადგენს.

image




3. ბერმუდის სამკუთხედი.

ეს უცნაური ადგილი ცნობილია როგორც ბერმუდის სამკუთხედი. იგი მაიამის, ბერმუდსა და პუერტო-რიკოს შორის წყლის გამჭოლ ველს წარმოადგენს, რომელიც დიდი საიდუმლოებებით მოცული ადგილია. უამრავი გემი გაუჩინარდა ამ ტერიტორიაზე, თუმცა მოსაზრებების მიხედვით ეს უცხოპლანეტელთა ზეგავლენაა, რაიმე მაგნიტური ველი თუ გაზისებური დიდი ბუშტუკების სახით ქვესკნელი, დღემდე ამოუხსნელ ხასიათს ატარებს.

image




4. კრიპტოსის ქანდაკება.

ვლენგლში, შტაბ CIA-სგან არც ისე შორს გვხვდება ე.წ. კრიპტოსის ქანდაკება, რომლის ზედაპირიც კოდირებულია შიფრებით. ქანდაკება აგებულია Jim Sanborn-ის მიერ. ქანდაკების ოთხი კუთხეა მოცული ამ შიფრებით, რომელთაგან სამის გაშიფვრა მეცნიერებმა შეძლეს, ხოლო მეოთხის გაშიფვრას კი დღემდე მრავალი მცდელობისდა მიუხედავად საშველი არ დაადგა.

image


5. "ტამამ შუდ".

1948 წლის დეკემბერში ავსტრალიის სანაპიროზე ადელაიდში იპოვეს კაცის გვამი, რომელსაც ხელში ქაღალდი ეჭირა წარწერით "ტამამ შუდ", რაც პირდაპირი თარგმანით "დასასრულს" ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყნების მთავრობას შეატყობინეს მის შესახებ, მოქალაქე ვერავინ ამოიცნო, არც ახლობლების სტატუსით გამოხმაურებულა ვინმე დაკარგულის ძიებით და ამ პირის ვინაობა დღემდე დარჩა საიდუმლოდ.
image



6. ჯორჯიის ფილები.

ჯორჯიის ქვის ფილები მდებარეობს ელბერტში და მიუხედავად იმისა, რომ 1979 წელს შეიქმნა, მაინც საიდუმლო ხასიათს ატარებს. ამ ფილებზე 10 ახალი მცნებაა დაწერილი ინგლისურ, სუაჰილურ, ინდურ, ებრაულ, არაბულ, ჩინურ, რუსულ და ესპანურ ენაზე. დღემდე ვერავინ ამოხსნა თუ რისთვის შეიქმნა იგი და რა ხასიათს ატარებს.

image




7. ლოხ-ნესური ურჩხული.

წლების განმავლობაში ცდილობდნენ მეცნიერები დაედგინათ თუ რას წარმოადგენდა "ლოხ-ნესურ ურჩხულად" წოდებული ცხოველი, რომელიც მრავალი მოსაზრების თანახმად არის წყლის გველი, ან რომელიმე დინოზავრის შთამომავალი, რომელიც დღემდე ბინადრობს ტბა ლოხ-ნესში.

image




8. ეიტი.

როგორც "თოვლის კაცის" არსებობა დადასტურებულია, არსებობს ასევე არსება ეიტი, რომელიც ბინადრობს ა.შ.შ-სა და კანადის მიმდებარე მთებში. იგი გორილას მსგავსია, თუმცა სიარულით ძალზედ წააგავს ადამიანს. სინამდვილეში კი რა არის ეს არსება, ვერავინ მოახერხა გაეგო.

image



9. სტოუნჰენდჟის ლოდები.

გასაოცარი ფაქტი, რომლის თანახმად ლოდები ერთმანეთზე აწყვია, ხოლო საიდუმლო თუ როგორ და რატომ შეიქმნა, დღემდე ჩრდილშია და მისი ამოხსნა ვერავინ მოახერხა.

image



10. ატლანტიდა.

ოდესღაც არსებობდა ქალაქი ატლანტიდა წყალ ქვეშ, სადაც ქალთევზები და სხვა წყალში მობინადრენი ცხოვრობდნენ. ატლანტიდის შესახებ ცნება პლატონმა გაავრცელა, რომელსაც მოგზაურობების დროს ბევრი რამ სმენია ამ წყალქვეშა ქალაქის შესახებ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წყლის სიღრმეში მართლა არსებობს ამ ქალაქის ნაშთები, დასაბუთებით მის შესახებ ვერავინ ლაპარაკობს.

image




11. უცხოპლანეტელი.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ფაქტი არსებობს იმაზე, რომ აღმოჩენილი იქნა "აღდგომის კუნძული", "ბერმუდის სამკუთხედი", "მეორე მსოფლიო ომის დროს არსებული ინციდენტები", ეს ყველაფერი მაინც არ იძლევა დასაბუთებას არსებობენ თუ არა სხვა პლანეტის ბინადარნი- "უცხოპლანეტელები" და დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს კონსენსუსი.

image




12. სანაპიროზე მოცურავე მოჭრილი ფეხები.

ზაფხულობით ზღვაზე დასვენება და ფეხის დასველება ყველასათვის ჩვეული მოვლენაა, მაგრამ ის რაც ბრიტანულ კოლუმბიაში ხდება, უკვე ნორმალურ მოვლენას არ ჰგავს. რამოდენიმე წლის განმავლობაში ზღვა ნაპირზე რიყავდა ადამიანის მოჭრილ ფეხს და ამაზე უამრავი თეორია წარმოიშვა, თუმცა რაიმე რეალური ხელ ჩასაჭიდი ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ ვერ იპოვეს.

image




13. დ.ბ. კუპერი.

როდესაც კანონდამრღვევმა დ.ბ. კუპერმა გაიტაცა 200 000$-ის ღირებული ბოინგ 727, რაღა თქმა უნდა დაედევნენ და იგი პარაშუტით გადმოხტა თვითმფრინავიდან და გაუჩინარდა, მის კვალს ვერსად მიაგნეს. ეს ერთ-ერთი საოცარი და საიდუმლოთი მოცული ფაქტია ამერიკის ისტორიაში.

image





14. სატვირთო გემი "ორანგ მედანი".

თუ რა გახდა სატვირთო გემის "ორანგ მედანის" ჩაძირვა, დღემდე გასაიდუმლოებულია. 1947 წელს მომხდარი ფაქტი დღემდე გაურკვეველია, რადგან გემის ჩაძირვის დროს იყო შეტყობინება SOS, თუმცა როცა გაირკვა ვითარება, სიგნალის დროს გემის კაპიტანი ყველა წევრთან ერთად და მათ შორის გადამცემთან მომუშავე პირიც უკვე დაღუპულნი იყვნენ. გაჩნდა მოსაზრებები მოჩვენებებზე, უცხო პლანეტელენზე, თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა, ფაქტია მხოლოდ ის, რომ ამხელა სატვირთო გემი გაურკვეველი მიზეზით ჩაიძირა და ყველა წევრი მასზე არსებული შეტყობინებამდე ადრე დაიღუპა.

image





15. ალუმინის სოლი.

1947 წელს რუმინეთში ექსპედიციის მიერ 10 მეტრით მიწის სიღრმეში აღმოჩენილი იქნა სამი ობიექტი, რომელთაგან ორი მათგანი პრეისტორიული პერიოდის სპილოს ძვლები აღმოჩნდა, რომლებიც თარიღდება 2, 5 მილიონი წლით წინ, ხოლო მესამე ობიექტი კი გახლავთ ალუმინის სოლი, რომელიც ასევე იმ ძვლებთან ერთად იპოვეს. მოგეხსენებათ, რომ ალუმინი ძნელად მისაღები ლითონია, რომელიც ყველა სტანდარტის შესაბამისად 19-ე საუკუნეში დახვეწეს. ამიტომ ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს თუ როგორ აღმოჩნდა 2, 5 მილიონი წლის წინათ პრეისტორიული სპილოს ძვლებთან ერთად ეს ლითონი.

image


8
1784
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1784
  
2015, 11 თებერვალი, 14:40
კუპერზე მეც ვიცი რაღაცა როცა ის ჩამოხტა, სავარაუდოდ მის ჩამოვარდნის ადგილას რამოდენიმე წლის მერე იქ 6 ათასი ამერიკული დოლარი იპოვეს
2014, 5 თებერვალი, 15:51
მოკლედ, რამდენი საიდუმლოს მატარებელია ჩვენი სამყარო. საინტერესო სტატია იყო.
2014, 2 თებერვალი, 22:31
სულმოუთქმელად ჩავიკითხე არ ვიცოდი შენი თუ იყო,როგორ გამომრჩა ეს სტატია?
ვგიჟდები ასეთ თემებზე და ასეთი თემატიკის ფილმებზე
2014, 29 იანვარი, 23:04
მართლა კაი იყო მომეწონა
2014, 29 იანვარი, 22:58
ძალიან საინტერესო სტატიაა : )
2014, 29 იანვარი, 22:29
გაიხარე ალექს, 3 საათი ვტარგმნიდი, რომ შეცდომები არ დამეშვა, კიდევ იყო რაღაცეები, მაგრამ გამოვრიცხე, არც ისეთი სასწაულები არ იყო ისინი.
2014, 29 იანვარი, 22:15
ვაუ გავოცდი მეა..მალადეცც მაგარი სტატიაა.ვინც სტაიის აზრზეა ყველას მოეწონება.გადასარევია მართლაც
2014, 29 იანვარი, 22:10
ყველაზე მეტად ბერმუდის სამკუთხედი მაინტერესებს
0 1 8