x
image
worldsport.ge
“დნიპროში” სამივე ქართველმა ითამაშა

imageესპანეთში შეკრებაზე მყოფმა “დნიპრომ”, რომლის შემადგენლობაშიც ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე და სანდრო კობახიძე ირიცხებიან, მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ბულგარულ პლოვდივის “ლოკომოტივს” 5:0 აჯობა.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. ამავე წუთზე თამაშში კანკავა და კობახიძე ჩაერთვნენ. ამ უკანასკნელმა წინა სპარინგი მიკროტრავმის მიზეზით გამოტოვა, მაგრამ მალევე გამოჯანმრთელდა. აქვე გეტყვით, რომ ბულგარელებთან სპარინგით “დნიპრომ” მზადების პირველი ეტაპი დაასრულა.
უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე ლუცკის “ვოლინმა”, სადაც თემურ ფარცვანია თამაშობს, თურქეთში შეკრებაზე პოლონეთის “ლეხიასთან” საკონტროლო შეხვედრა 0:0 დაასრულა. ქართველი მცველი მოედანზე შესვენების მერე შევიდა და 70-ე წუთზე შეცვალეს.
ლატვიის “ზამთრის თასზე” რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, “ვენტსპილსს” 1:0 აჯობა. ირაკლი კლიმიაშვილმა გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო თორნიკე თარხნიშვილი დამარცხებულებში შესვენების მერე გამოჩნდა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0