x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ მოაჭრა ქმარმა ცოლს ყური და ცხვირი.
19 წლის "აიშა მუხამადზაი" მას შემდეგ გახდა ცნობილი მთელს მსოფლიოში, რაც ჟურნალმა «Time»-მა მისი შემზარავი ისტორია გამოაქვეყნა. 12 წლის ასაკში გოგონა საკუთარმა მშობელმა მამამ, ჯარში მომსახურე ვინმე თალიბანს ვალის საფასურად მიართვა. გოგონა ცოლობის გაწევის გარდა მძიმე სამუშაოებსაც ასრულებდა, ფიზიკური შეურაცყოფების გადატანაც კი მოუხდა წლების განმავლობაში, ვინაიდან ახალი ოჯახი მას არაადამიანურად ებყრობოდა, ღამეს კი ბოსელში პირუტყვებთან ერთად ათევდა.


ასეთმა გაუსაძლისმა მობყრობამ აიძულა გოგონა ოჯახიდან გაქცეულიყო, თუმცა უშედეგოდ. იგი დააბრუნა მისმა ე.წ. მეუღლემ და გაქცევის მცდელობისათვის შემდეგნაირად დასაჯა: ხელ-ფეხი შეუკრა და მთაში აიყვანა, სადაც ცხვირი და მარჯვენა ყური მოაჭრა და ბედის ანაბარა დატოვა.



image
ღვთის მადლით აიშას მოუხერხებია ცოცვით ბაბუის უბნამდე მისვლა, რასაც ხანგრძლივი დრო მოანდომა. ცოცხლად გადარჩენილი გოგონას ავღანეთიდან გაყვანა მშობლებს ქველმოქმედების შედეგად მიღებული თანხით მხოლოდ 16 თვის შემდეგ მოუხერხებიათ და აიშა ა.შ.შ-ს შტატ მერილენდში ჩაიყვანეს, სადაც მას მრავალი ოპერაცია ჩაუტარდა.



imageimage
გოგონა ერთ-ერთმა ოჯახმა შეიფარა და ყველანაირად ამოუდგა მხარში. ამერიკის მედიკები კი 10 კვირის განმავლობაში შეეცადნენ სახის ფორმა დაებრუნებინათ, მათ კანქვეშ შეუშვეს სილიკონი, რომელიც შემდეგ სახემ შეიწოვა და ნაკვთები ჩვეულ ფორმაში გამოეკვეთა, რის შემდეგაც საკუთარი ხელებიდან აჭრილ კანს სახეზე გადაუნერგავენ.



image


აიშა ახალ ოჯახთან ერთად:

image


აიშას ცხვირის მრავალმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მხოლოდ კოსმეტიკური ოპერაცია დარჩა გასაკეთებელი, რომელიც ზედმეტ ნაწიბურებს დამალავს, სხვა დანარჩენი საფრთხე უკვე უკან მოიტოვეს. აი ასე გამოიყურება გოგონა ახლა:

image


"ჩემი ჭრილობები ნელ-ნელა შუშდება, თუმცა ჯერ ისევ მახსოვს ჩემი ქმრის და მისი ოჯახის არა ადამიანური მობყრობა, თუ როგორ მაყენებდნენ ყოველ დღე როგორც მორალურ, ისე ფიზიკურ შეურაცყოფას და მცემდნენ. ამიტომ, მინდა მივმართო იმ მანდილოსნებს, რომლებიც არიან დაჩაგრულები და უწევთ დამცირების ატანა, ფარ-ხმალს ნუ დაყრით, იბრძოლეთ" - ამბობს აიშა.

9
671
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
671
  
2014, 31 იანვარი, 0:28
არაადამიანი. ხელები ძირში უნდა დააჭრა მასეთს და ერთი ადგილი კიდე. აი საუკეთესო სასჯელი.
2014, 30 იანვარი, 14:35
ველურები:(
2014, 29 იანვარი, 22:59
რა მარაზმია :(
2014, 29 იანვარი, 0:56
ცხოველი რომ ცხოველია იმასაც ვერ გაუკეტებ ასეტ რამეს რა სასჰინელებაა
2014, 29 იანვარი, 0:54
ჩვენ გვეჩქარება შურის ძიება, მაღალ ღმერთს არა. დაუსჯელები არ დარჩებიან ვინც ამ დღეში ჩააგდო, სამწუხაროდ არსებულ საიტზე მათ შესახებ ინფორმაცია არ იყო რა ბედი ეწიათ, მეც დავინტერესდი.
2014, 29 იანვარი, 0:53
რას აღარ გაიგებ რააა!
2014, 29 იანვარი, 0:52
აუ რა ცოდოა იმენა გულზე მომხდა რო ვამბობ ყველაზე საშიში და სასტიკი ცხოველი ადამიანია თქო არ მიჯერებენ რააა... აი ჩემშიც გაიღვიძა ეხლა ცხოველი დამაჭერინა ისინი და ცხვირს კი არა ნაწილ ნაწილ დავანაკუწებ მაგათ რას ერჩოდნენ გოგოს :@
2014, 29 იანვარი, 0:51
ზოგი თავს მოიკლავდა
2014, 29 იანვარი, 0:51
მალადეც ამ გოგოს რომ არ დაეცა სულიერად და იბრძოლა ....
0 1 9