x
image
კატაპულტი
სად იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია?

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილისაზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბარში მდებარე სასახლეზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მას არ სურდა ზედმეტად ძვირადღირებულ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა.როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის ივლისში განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსდება ათონელის ქუჩის 25 ნომერში.(ორბელიანის მოედანი)

ათონელის 25აღნიშნულ მისამართზე ბოლო წლებში ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იყო, შემდეგ კი “ნატოს სამეკავშირეო ოფისი".

შენობა საკმაოდ დიდი ფართისაა, დაახლოებით 1500-2000 კვადრატული მეტრი.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას განცხადებით, იქ ამჟამად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და 2014 წლის მაისში დამთავრდება.პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ იქნება ფუფუნების საგანი, თუმცა გარედან საკმაოდ ლამაზი შენობა გამოვა.მთლიანობაში მშენებლობა დაახლოებით 21 მილიონი ლარი დაჯდება.რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, მისი მშენებლობის ხარჯები და სამომავლო გეგმები ამ დრომდე უცნობია.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი დროებით მთავრობის კანცელარიის შენობაში, მე-10 სართულზე მუშაობს.

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0