x
image
თავისუფალი თაობა
28 იანვარი: სანდრო გირგვლიანის ტრაგიკულად გარდაცვალების დღე

ჯერაც პასუხგაუცემელი კითხვები!!!


image"გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.

ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში 12 თებერვალს გასულ გადაცემა "დროებაში“ მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გახმაურდა."დროების“ ვერსიის მიხედვით სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთ "დან ერთად "შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს, მიაკითხა, რომელიც იქ ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკოშსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.
ამ ვერსიით, გირგვლიანს მეგობარი გოგონა გაუკიცხავს უცნობ მამაკაცებთან ერთ მაგიდასთან ყოფნის გამო. მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან ამგვარად გაიხსენა: "მან მკითხა თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი. შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ "პედერასტთან", მიუთითა რა გურამ დონაძეზე (სამინისტროს პრეს-ცენტრის მეთაური)."
ბუხაიძემ უარყო ამგვარი კომენტარი, თუმცა ცნობილია, რომ ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანთან ერთად ისინი უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ ML კლასისმერსედეს-ბენცში შეყარეს და გაიტაცეს. გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის "ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი" სასაფლაოს მახლობლად იპოვეს.
imageყველა საკითხზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მოხდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე დაგვპირდა ვანო მერაბიშვილი. როგორც იმ დროს მერაბიშვილი აცხადებდა "ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მოხდა მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, იყო თუ არა ის ჩართული, ყველა ამ საკითხზე იღებს პასუხისმგებლობას და მომავალშიც აიღებს".
"ჩვენ მოგვიწია ბევრი მძიმე გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ გამოცდების ჩაბარების შემდეგ მივიღეთ ის, რომ საქართველოს პოლიციას დღეს მაღალი ნდობა აქვს", - აცხადებდა მერაბიშვილი.
მაშინ მერაბიშვილი დარწმუნებული იყო, რომ პოლიციას 80 პროცენტიანი ნდობა ქონდა და ეს ნიშნავდა იმას, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხი გაცემული იყო.
სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარმა საზოგადოებას სანდრო image
გირგვლიანის დედის ანდერძი გაუმხილა, რომელიც თურმე ქალბატონმა ირინამ მოძღვარს სიკვდილის წინ გაანდო.
"დიახ, ბოლო თვის განმავლობაში პანკრეასის სიმსივნეზე მკურნალობდა, თუმცა, თვლიდა, რომ მისი მკვლელობა სცადეს. მითხრა, ხომ ხედავ, მეც მომკლეს ამ ურჯულოებმა. სააკაშვილის ხელისუფლება სანამ იქნება, ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ახალ ხელისუფლებას სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიოს. ეს არის ჩემი უკანასკნელი სურვილიო. ეს მისი ანდერძი იყო და როგორც მოძღვარი ვალდებული ვარ, ეს ვთქვა, მით უფრო, რომ მთავრობა უკვე შეიცვალა."

0
527
1-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0