შოუბიზნესი თიკა ჯამბურია და ჯაბა ქარსელაძე ძველ სიყვარულს იხსენებენ, წყვილი ურთიერთობას აღადგენს? 2014, 25 იანვარი, 19:57 ალბათ არ იცოდით, რომ ერთ დროს მომღერალი ჯაბა ქარსელაძე შეყვარებული გახლდათ თიკა ჯამბურიაზე. ჯაბასთვის ეს პირველი სიყვარული იყო. სულ ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში სიმღერა ატვირთა და სკანდალური განცხადებაც გააკეთა. თიკამ და ჯაბამ ძველი სიყვარულიც გაიხსენეს, მეტიც ჯაბას მტკიცებით ჯერ ყველაფერი კიდევ წინ არის. თურმე თიკა თაყვანისმცემელს ბევრს ტანჯავდა და აწვალებდა. გოგონას მტკიცებით მას ჯაბა სულაც არ მოსწონდა, უბრალოდ სძულდა, შემდეგ კი მეგობრულად შეუყვარდა... იქნებ ჯაბას გრძნობები ჯერ არ გამქრალა? "ჩემთვის პირველი სიყვარული იყავი და ხარ! ვინ იცის მომავალი რა სიურპრიზს გვიმზადებს?"-წერს ქარსელაძე ჯამბურიას. ჯაბა: ეს სიმღერა ჩვენს სიყვარულს მახსენებს! თიკა: ჩვენს არა შენს! და რა არის ეს, რას ვგავარ მე მახსოვს რომ ლამაზი ბავშვი ვიყავი. ჯაბა: კიდევ კარგი, რომ შენ ხარ ამ კლიპში და არა მე. აღიარე, რომ შენც გქონდა გრძნობა თორემ ისე არ გამაწამებდი იტალიაში. ეტყობა აღარ გახსოვს როგორ მაწამებდი.. თიკა: მახსოვს ძალიან კარგად... არანაირი გრძნობები, უბრალოდ მძულდი! ეს მერე შემიყვარდი რომ დავმეგობრდით, მეგობრულად მომენატრე.. ჯაბა: მაგრამ ჩემთვის მაინც პირველი სიყვარული იყავი და ხარ! თუმცა ვინ იცის მომავალი რა სიურპრიზს გვიმზადებს... თიკა: რამხელა ინტრიგა იმალება ამ ყველაფრის ქვეშ... 361 4-ს მოსწონს
|