x
image
worldsport.ge
დაუშვილმა “კარპატიში” ხანგრძლივი პაუზის მერე ითამაშა

imageთურქეთში შეკრებაზე მყოფმა ლვოვის “კარპატიმ”, რომლის ღირსებასაც ბუბა დაუშვილი იცავს, პირველ საკონტროლო მატჩში ყარაგანდის “შახტიორი” 2:0 დაამარცხა.
ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა ყაზახების წინააღმდეგ პირველი ტაიმი ითამაშა. მის მსგავსად სასტარტოში იყო ევგენი ბოხაშვილი, ხოლო ამბროსი ჩაჩუამ მეორე ტაიმი ჩაატარა. ეს უკანასკნელი 89-ე წუთზე გააფრთხილეს. შეგახსენებთ, რომ ბოხაშვილი და ჩაჩუა ქართული წარმოშობისანი არიან, მაგრამ უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილნი.
კიდევ ერთი უკრაინული კლუბი “სევასტოპოლი”, რომელიც ასევე თურქეთში ემზადება, სპარინგში რუსეთის პირველი დივიზიონის “ლუჩ-ენერგიას” დაუზავდა.
მათე ღვინიანიძე “სევასტოპოლელთა” სასტარტოში იყო და შესვენების მერე შეცვალეს.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0