x
image
lady.ge
შტრიხები თქვენში ქალურობის დონის გამოსავლენად- როგორ ჩანთას ატარებთ?

imageჩანთა ეს ის აქსესუარია, რომელიც ყველა ქალის გარდერობში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აქედან გამომდინარე, ბევრ ჩვენგანს განსაკუთრებული "ჩანთომანიაც" კი სჭირს ხოლმე, ყველა ფერის და სტილის სამოსთან, შესაბამისი ჩანთნის შერჩევაში, ჩანთების მთელი კოლექცია უგროვდება. თუმცა იმის მიხედვით როგორი ფორმის, ფერის და ფაქტურის ჩანთას ანიჭებს უპირატესობას ქალი, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის თქმა შეიძლება ზოგადად მის ხასიათზე. ასე მაგალითად, თუკი თქვენ დიდი, განიერი და ტევადი ჩანთების მოყვარული ბრძანდებით, სადაც ერთი ხელის მოსმით ყრით ყველანაირ საჭირო თუ არასაჭირო ნივთსა და ინვენტარს, image შესაბამისად კი თქვენი ჩანთის შიგთავსში რბილად რომ ვთქვათ "ქაოსია", თქვენ საკმაოდ ცვალებადი, ნაკლებპრაქტიკული და სპონტანური ადამიანი ბრძანდებით. სამაგიეროდ გულღია, კეთილი და კონტაქტური პიროვნება ხართ. რომელიც ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.imageმართალია ყველა საქმეს ენთუზიაზმით იწყებთ და ხშირად არც ერთი ბოლომდე არ მიგყავთ, მაგრამ ამ პატარა ნაკლს ხშირად გპატიობენ ხოლმე ადამიანები. აი თუკი თქვენი სისუსტე, პატარა ე.წ "ჯიბის ჩანთები" ან "ქლათჩებია"-თქვენ პრაქტიკული გონება და საკმაოდ გაწონასწორებული ბუნების ბრძანდებით. imageყოველთვის იცით რა გინდათ, რატომ გინდათ და რა გზებით მიაღწიოთ იმას რაც გინდათ. imageსპორტული ჩანთების მოყვარული ხართ? imageე.ი თქვენთვის ცხოვრების დინამიური, ჯანსაღი სტილი და თავგადასავლების სიყვარულია დამახასიათებელი, ამასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევთ ჩაცმა-დახურვა-გამოპრანჭვის საკითხებს. აი თუკი საერთოდ უჩანთოდ გირჩევნიათ სიარული ან საკუთარი ნივთების დაქალის ჩანთით ტარება უფრო კომფორტულად მიგაჩნიათ, (პარადოქსია, მაგრამ ასეთი ინდივიდებიც არსებობენ) ეს იმას ნიშნავს რომ, საკმაოდ ძნელად იტანთ პასუხისმგებლობებს და ყოველთვის გირჩევნიათ, რთული საქმეები სხვებს გადააბაროთ გასაკეთებლად. მოკლედ, დროა ხელში ჩანთა თავად დაიჭიროთ! :0

2
2722
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
2722
  
2012, 8 მაისი, 9:56
ავტორი კარგად ერკვევა ფსიხოლგიაცჰი,კოცჰაგ
2012, 7 მაისი, 20:37
"ბედნიერი ქალები დიდ (ხელ)ჩანთას არ ატარებენ"_ე.ხრომჩენკო.
0 1 2