x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
უნიკალური წყალქვეშა გამოფენა გრენადაში.



image

ინგლისელმა მოქანდაკე, ჯეისონ ტეილორმა, 2006 წელს შექმნა
თანამედროვე წყალქვეშა ქანდაკებები, რომლებზეც დროთა განმავლობაში ხელოვნურად განავითარეს მარჯნის რიფები. ტეილორი თავის საქმიანობას წარმატებით უთავსებს წყალქვეშა ფოტოგრაფობასაც.მყვინთავი ინსტრუქტორი უნიკალური დანადგარების მეშვეობით ხელს უწყობს მარჯნის რიფების გაზრდას და წყალქვეშა სიცოცხლის განვითარებას.
მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები განლაგებულია მსოფლიოს
პირველ საჯარო წყალქვეშა სკულპტურების პარკში მოლინერის ყურეში, გრენადაში, სადაც 65 ქანდაკება არის განლაგებული 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე.
ეს არის უნიკალური გამოფენა და პროექტი, რომელიც დიდ
შთაბეჭდილებას ახდენს თითოეულ დამთვალიერებელზე. ქანდაკებები დაყოფილია სცენებად, სადაც ავტორი თავისი შემოქმედებით გარკვეულ ისტორიას გადმოგვცემს მოქმედებაში გამოხატული სკულპტურების მეშვეობით. მათი გამომეტყველება, მზერა, მოქმედება, ძალიან ნამდვილია. დამთვალიერებელს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მათ წინაშეა ჩაძირული ქალაქი, რომლის მცხოვრებლებიც უკანასკნელი
ქმედებების შესრულებისას გაშეშებულან და გაქვავებულან. დროთა განმავლობაში კი წყალქვეშა სამყაროს არ დაუნდია და მათზე აღმოცენებულა ახალი სიცოცხლე.

image


imageimageimageimageimageimage





დაკარგული კორესპონდენცია.

imageimageimageimage


imageimageimage



უკანასკნელი ვახშამი.

imageimageimageimageimageimageimage



მებაღე.

imageimage

image

3
158
15-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
158
  
2014, 21 იანვარი, 20:53
მე არ ვისურვებდი მათ ნახვას..თუ სამოგზაუროდ მოვახერხე წასვლა, უფრო ხალისიან სიტუაციებს ავირჩევდი.
2014, 21 იანვარი, 20:52
მე შემეშინდება,ახლოდან რომ ეს ქანდაკებები ვნახო.
2014, 21 იანვარი, 20:51
რა იდუმალია და მკაცრი...შიშს გვრის ადამიანს.
0 1 3